ხორხის დისფუნქცია
(ახალი გვერდი: წარწერის ტექსტი '''ხორხის დისფუნ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 29: | ხაზი 29: | ||
[[კატეგორია:ოტო-რინო-ლარინგოლოგია]] | [[კატეგორია:ოტო-რინო-ლარინგოლოგია]] | ||
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | ||
| + | [[კატეგორია:ხორხის დისფუნქცია]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:02, 30 მარტი 2022 მდგომარეობით
ხორხის დისფუნქცია — ხორხის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი შესაძლოა გრძელდებოდეს მრავალი მიზეზის გამო. თუ ამას ემატება დაზიანებული ლორწოვანის გადატვირთვა ვოკალური მუშაობით, ყვირილით, პროცესმა შესაძლოა ქრონიკული, შეუქცევადი ხასიათი მიიღოს.
სარჩევი |
[რედაქტირება] ხორხის ფუნქციური მოშლა დაძაბვისას
როდესაც, ამა თუ იმ მიზეზის გამო, ხორხის ხმოვან ფუნქციას შეფერხება ხვდება და ადამიანი ვერ ახერხებს ჩვეული ვოკალური ხარისხის (ხმის) მიღებას, როგორც წესი, ადამიანის რეაქცია ხმის დაძაბვაა იქამდე, სანამ ჩვეულ ხმას არ მიაღწევს.
ფორსირების გამო, ხორხის ფუნქცია კიდევ უფრო ქვეითდება და ეს კიდევ უფრო მეტ დაძაბვას მოითხოვს სასურველი ხმის მისაღებად. ასე გრძელდება სრული დისფუნქციის მომენტამდე. მანკიერი წრე უფრო და უფრო აფუჭებს ხორხის ხმოვან მონაცემებს. ლოგიკური იქნება ამას დავარქვათ ხორხის დისფუნქცია.
[რედაქტირება] მიზეზები და რისკფაქტორები
ამ ტიპის დისფუნქცია უფრო ხშირად გვხვდება „ხმის“ პროფესიებში როგორიცაა: მომღერალი, მასწავლებელი, საწარმოს ხელმძღვანელი.
ასევე, ამ მანკიერი წრის მაპროვოცირებელი მექანიზმი შეიძლება გახდეს რინო-ფარინგეალური დაავადებებიც. განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ფსიქოლოგიურ დისფუნქციებსაც.
[რედაქტირება] ხორხის დათვალიერება
ხორხის დათვალიერებით ჩვენ, უმეტესწილად, ვაფიქსირებთ ხმოვანი იოგების და ხორხის ნორმალურ მდგომარეობას და მისი მოძრაობის დისფუნქციას, რაც შესაძლოა გამოიხატოს იოგების არასრულ დახურვაში ან რომელიმე მხარეს მოძრაობის ჩამორჩენაში.
ასევე, შესაძლოა მოძრაობა ნორმალურად ხორციელდებოდეს და დისფონიის მიზეზი ან იოგების ანთება ან ახალწარმონაქმნი იყოს.
ამ დაავადებების დროს, დისფონიის განვითარება კონკრეტული ლოკალიზაციის ქრონიკული ლარინგიტის მიზეზით ხდება.