ბუნებრივი ფისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ბუნებრივი ფისი“ გადაიტანა გვერდზე „ფისი ბუნებრივი“)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ფისი ბუნებრივი“ გადაიტანა გვერდზე „ბუნებრივი ფისი“ გადამისამა...)

12:31, 5 აპრილი 2022-ის ვერსია

ხის ფისი

ბუნებრივი ფისი – სხვადასხვა გამჭვირვალობისა და შეფერილობის ამორფული ნივთიერება, რომელსაც გამოყოფს მცენარეები ნორმალური ფიზიოლოგიური ნივთიერებათა ცვლის ან ჭრილობის პირობებში. ბუნებრივი ფისი დნება გაცხელებისას, იხსნება ან იჯირჯვება ორგანულ გამხსნელებში, ქმნის აფსკს. ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი ფისებია: ქარვა, კანიფოლი, კოპალი, შელაქი და სხვ. (შელაქს გამოყოფენ მწერები). გამოიყენება ლაქების, წებოების, ქაღალდის, გრამფირფიტების წარმოებაში. თანამედროვე პირობებში ბუნებრივის ნაცვლად, ხშირად გამოიყენება სინთეზური ფისები.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები