მიქაელ მოდრეკილი
(ახალი გვერდი: '''მიქაელ მოდრეკილი''' — X საუკუნის ქართველი პოეტ-ჰიმნოგრაფი, მ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მიქაელ მოდრეკილი“ გადაიტანა გვერდზე „მოდრეკილი მიქაელ“) |
13:54, 5 აპრილი 2022-ის ვერსია
მიქაელ მოდრეკილი — X საუკუნის ქართველი პოეტ-ჰიმნოგრაფი, მწიგნობარი, კალიგრაფი, მგალობელი, შემდგენელ-რედაქტორი ვრცელი იადგარისა, რომლის ხელნაწერი უნიკალურია, როგორც შედგენილობის, ისე მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით, X საუკუნის ქართული წიგნის ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია; კრებული შედგენილია 978–988 წლებში შატბერდის მონასტერში; თავდაპირველად მასში 1264 გვერდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენამდე მოღწეულია 544 გვერდი; მან თავი მოუყარა მისი დროისათვის ქართულ მღვდელმსახურებაში გავრცელებულ საგალობლებს (ორიგინალურსა და ნათარგმნს), როგორც ქართველ (მიქაელ მოდრეკილი, იოანე მტბევარი, იოანე მინჩხი, სტეფანე სანანოისძე-ჭყონდიდელი, ეზრა, იოანე ქონქოსისძე, ბასილი, კურდანაი, მერჩულე), ისე ბერძენ ავტორთა ჰიმნებს. მიქაელ მოდრეკილის მიერ შედგენილი ქართული საგალობლების კრებული ძველი ქართული სამუსიკო კულტურის დიდებული ძეგლია.