მხარგრძელი სტეფანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Stefane mxargrdzeli.JPG|thumb|სტეფანე მხარგრძელი]]
 
[[ფაილი:Stefane mxargrdzeli.JPG|thumb|სტეფანე მხარგრძელი]]
'''მხარგრძელი სტეფანე''' – (1924), პოეტი და მთარგმნელი რუსული და ინგლისური ენებიდან. თარგმნილი აქვს რუსული კლასიკური და ყოფილი სსრკ-ს ხალხთა პოეზიის არაერთი ნიმუში. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1941 წელს; იღვწოდა ამიერკავკასიის ფრონტის გაზეთების რედაქციებში. ეროვნულ მოძრაობაში იყო 1980-იანი წლების ბოლოს. სხვადასხვა დროს მუშაობდა გურჯაანის რაიონული გაზეთის პასუხისმგებელ მდივნად, გაზეთ „კომუნისტის” კულტურისა და ყოფაცხოვრების განყოფილების გამგედ, გაზეთ „წიგნის სამყაროს” რედაქტორის მოადგილედ. გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: „უკვდავი სახელები”, „საქართველოს წყაროები” (1963), „წამო, გომბორზე გადაგახედო” (1982), „ჯაგანი”.
+
'''მხარგრძელი სტეფანე''' – (1924-2013), პოეტი და მთარგმნელი რუსული და ინგლისური ენებიდან. თარგმნილი აქვს რუსული კლასიკური და ყოფილი სსრკ-ს ხალხთა პოეზიის არაერთი ნიმუში. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1941 წელს; იღვწოდა ამიერკავკასიის ფრონტის გაზეთების რედაქციებში. ეროვნულ მოძრაობაში იყო 1980-იანი წლების ბოლოს. სხვადასხვა დროს მუშაობდა გურჯაანის რაიონული გაზეთის პასუხისმგებელ მდივნად, გაზეთ „კომუნისტის” კულტურისა და ყოფაცხოვრების განყოფილების გამგედ, გაზეთ „წიგნის სამყაროს” რედაქტორის მოადგილედ. გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: „უკვდავი სახელები”, „საქართველოს წყაროები” (1963), „წამო, გომბორზე გადაგახედო” (1982), „ჯაგანი”.
  
  
ხაზი 22: ხაზი 22:
 
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
 
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]]  
 
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]]  
 
[[კატეგორია:მხარგრძელები]]
 
[[კატეგორია:მხარგრძელები]]

მიმდინარე ცვლილება 16:41, 5 აპრილი 2022 მდგომარეობით

სტეფანე მხარგრძელი

მხარგრძელი სტეფანე – (1924-2013), პოეტი და მთარგმნელი რუსული და ინგლისური ენებიდან. თარგმნილი აქვს რუსული კლასიკური და ყოფილი სსრკ-ს ხალხთა პოეზიის არაერთი ნიმუში. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1941 წელს; იღვწოდა ამიერკავკასიის ფრონტის გაზეთების რედაქციებში. ეროვნულ მოძრაობაში იყო 1980-იანი წლების ბოლოს. სხვადასხვა დროს მუშაობდა გურჯაანის რაიონული გაზეთის პასუხისმგებელ მდივნად, გაზეთ „კომუნისტის” კულტურისა და ყოფაცხოვრების განყოფილების გამგედ, გაზეთ „წიგნის სამყაროს” რედაქტორის მოადგილედ. გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: „უკვდავი სახელები”, „საქართველოს წყაროები” (1963), „წამო, გომბორზე გადაგახედო” (1982), „ჯაგანი”.


* * *
მე უფრო ადრე გარდავიცვალე,
ახლა მივყავარ, სიკვდილს ჰგონია,
ჩემი სიცოცხლე ჰგავდა სიზმარეთს,
ჰგავდა კოშმარეთს და აგონიას.
მკლავდა დროება უნდო, მზაკვარი,
მტკნარი სიცრუით გამრუდებული,
მე უფრო ადრე ჩამცეს ლახვარი
და დამანატრეს მამულ-დედული.
ჩემი ცხოვრება გაჰყვა გრიგალებს,
წელი ყოველი სიმწრის ტოლია,
მე უფრო ადრე გარდავიცვალე,
ახლა მივყავარ, სიკვდილს ჰგონია.


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები