ნადარეიშვილი ლაშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნადარეიშვილი ლაშა“ გადაიტანა გვერდზე „ლაშა ნადარეიშვილი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლაშა ნადარეიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ნადარეიშვილი ლაშა“ გად...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:57, 5 აპრილი 2022 მდგომარეობით

ლაშა ნადარეიშვილი

ნადარეიშვილი ლაშა − (1959), პოეტი, გაზეთ „ასავალ-დასავალის” მთავარი რედაქტორი. გამოცემული აქვს კრებულები: „ფიქრები ბაბილონის გოდოლთან” (1987), „ეშაფოტზე წარმოსათქმელი ლექსები” (2012)


შენ ქართველი მომიყვანე...
ანანურთან შუბი ვტყორცნე,
მთებს მათრახი შემოვკარი...
დარკვეთელი ქალი ვკოცნე,
ის ხოხობიც მე მოვკალი!
გელათს მუხლი მოვიყარე −
ტაძრად, უფლის მინათითებს...
შენ ქართველი მომიყვანე,
დავითი კვლავ იდავითებს!
ყაბარდოზე გადავრეკე
ჯარი, სისხლით დამშეული...
ქაშუეთის ზარი ვრეკე,
ციდან ღმერთის დაშვებული!
მტერო, კვლავაცმოისრები
ხმლით − წინაპრის შემშვენისა...
ხატს ვდარაჯობ ოპიზრების −
ბექასი და ბეშქენისა!
მაზღვევინე საკადრისი
მოცილესთვის ამ მიწისა...
სად ვეძებო სხვა საყდრისი,
მხარევ, ოქროს საწმისისა!
გადავდევნი დარდის ფარას,
თაფლს სურნელი უდის წმინდა...
საქართველოს დაიფარავს
მამა, ძე და სულიწმინდა!


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები