ორბელიანი თამაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ორბელიანი თამაზ“ გადაიტანა გვერდზე „თამაზ ორბელიანი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თამაზ ორბელიანი“ გადაიტანა გვერდზე „ორბელიანი თამაზ“ გადამის...)

15:44, 7 აპრილი 2022-ის ვერსია

ორბელიანი თამაზ − (1768 − 1815), იყო მეფე ერეკლე II-ის დის, ანას, შვილიშვილი. 1801 წელს თავის ბიძა (დეიდის ქმარი) ფარნაოზ და იულიონ ბატონიშვილებთან ერთად გადაიხიზნა იმერეთს; როცა ფარნაოზ და იულონი იმერეთს გადაიხვეწნენ, მაშინ მათ და მათ მხლებლებზე გამოითქვა ლექსი:

„ლომნი კატურად გარბიან
ერთითა შეძახილითა
ამილახვარი მოჰყავდათ
ერთითა შეძახილითა,
იულონ თქმით, თამაზ ბანით,
ფარნაოზ მოძახილითა“.

1812 წლიდან იყო თავადაზნაურობის საგუბერნიო მარშალი. 1813 წელს სხვა თავადებთან ერთად გაჰყვა რტიშჩევს გულისტანის ზავის დასადებად სპარსეთთან. დაკრძალულია სიონის ტაძარში.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები