როსტომაშვილი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „როსტომაშვილი დავით“ გადაიტანა გვერდზე „დავით როსტომაშვილი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დავით როსტომაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „როსტომაშვილი დავით“ გ...)

22:01, 8 აპრილი 2022-ის ვერსია

როსტომაშვილი დავით – (1871 – 1944), პოეტი. ფსევდონიმი – დ. ნინოწმინდელი. „ივერიის“, „კვალის“, „მოამბის“, „ცნობის ფურცელის“ თანამშრომელი. 90-იანი წლებიდან აქვეყნებდა ლექსებს. იყო ავლაბრის არალეგალური სტამბის ერთ-ერთი ორგანიზატორი.


განსვენებულ ალექსანდრე ყაზბეგს
ნიჭით შემკულო, პოეტო,
გადაჰყევ სოფლის ბრუნვასა,
თუმც ღვაწლს გვიტოვებ შენს ნაცვლად,
მაინც ვეძლევით ჭმუნვასა.
ცოცხალი ბევრი იტანჯე,
ძნელად თუ მიხვდი შვებასა,
მაგრამ ეგ ღვაწლი გრძნობისა
გითხზავს გვირგვინს და ქებასა.
მშვიდობით, ერის დიდებავ,
მშვიდობა შენსა ნავალსა,
შენს სახელს ერი უგზავნის
ქება-კურთხევას მრავალსა.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები