როსტომაშვილი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

როსტომაშვილი დავით – (1871 – 1944), პოეტი მე-19 ს. მეორე ნახევრის მოღვაწე, ფოლკლორისტი. ფსევდონიმი – დ. ნინოწმინდელი. „ივერიის“, „კვალის“, „მოამბის“, „ცნობის ფურცელის“ თანამშრომელი. 90-იანი წლებიდან აქვეყნებდა ლექსებს. იყო ავლაბრის არალეგალური სტამბის ერთ-ერთი ორგანიზატორი. გამოქვეყნებული აქვს თუშური და ხევსურული ზეპირსიტყვიერი ნიმუშები. შემოგვინახა მთქმელის ვაჟიკა არაბულის რეპერტუარი.


განსვენებულ ალექსანდრე ყაზბეგს
ნიჭით შემკულო, პოეტო,
გადაჰყევ სოფლის ბრუნვასა,
თუმც ღვაწლს გვიტოვებ შენს ნაცვლად,
მაინც ვეძლევით ჭმუნვასა.
ცოცხალი ბევრი იტანჯე,
ძნელად თუ მიხვდი შვებასა,
მაგრამ ეგ ღვაწლი გრძნობისა
გითხზავს გვირგვინს და ქებასა.
მშვიდობით, ერის დიდებავ,
მშვიდობა შენსა ნავალსა,
შენს სახელს ერი უგზავნის
ქება-კურთხევას მრავალსა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები