ღეჩუაშვილი ნატა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ნატა ღეჩუაშვილი '''ღეჩუაშვილი ნატა''' – (1970), პ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ღეჩუაშვილი ნატა“ გადაიტანა გვერდზე „ნატა ღეჩუაშვილი“)

23:24, 18 აპრილი 2022-ის ვერსია

ნატა ღეჩუაშვილი

ღეჩუაშვილი ნატა – (1970), პოეტი, მომღერალი, ექიმი. დაიბადა თიანეთში. ნატა სტუდენტობის წლებში გახდა პოპულარული, როგორც პოეტი და კომპოზიტორი. ასრულებს საკუთარ ლექსებზე დაწერილ სიმღერებს. გამოცემული აქვს ლექსების რამდენიმე კრებული (მათ შორის — „ფოთლის აღსარება“). მის ლექსზე „ფოთოლი“ გოგი ცაბაძემ დაწერა შესანიშნავი სიმღერა.


მე კვლავ დაგტოვე
მე კვლავ დაგტოვე, როგორც ტოვებენ
შემოდგომაზე ხეებს ფოთლები,
იციან, მაინც დაბრუნდებიან
გაზაფხულობით, განმეორებით...
წავედი, რადგან დარჩენა მსურდა,
და თუ არ წავალ, როგორ დავბრუნდე?
თუ არ დავიწვი ფრთები ალებით,
პეპელასავით როგორ გავბრუვდე?
მე წავალ, შენ კი ნუ გეშინია,
ჩემო სინაზევ და ჩემო სისხლო,
ერთი იცოდე – წავალ ათასჯერ,
იმისთვის, რათა ათასჯერ მიხმო...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები