შატაიძე ნუგზარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნუგზარ შატაიძე“ გადაიტანა გვერდზე „შატაიძე ნუგზარ“ გადამისამ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Nugzar shataidze.JPG|thumb|ნუგზარ შატაიძე]] | ||
'''შატაიძე ნუგზარ''' − (1944 − 2009), [[ქართველები|ქართველი]] მწერალი, დრამატურგი, პოეტი, ესეისტი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. სწავლობდა თბილისის ყოფილ ვაჟთა მე-20 სკოლაში (დღევანდელი 31-ე). დაამთავრა 62-ე სკოლა. სწავლობდა ჯერ [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]], შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. სპეციალობით თბოენერგეტიკოსი იყო. მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალში ტურბინის მემანქანედ, საქართველოს ენერგოსისტემაში – ინჟინრად, გაზეთ „ლელო”-ს რედაქციის განყოფილების უფროსად, გამომცემლობა „მერანი”-ს პროზის განყოფილების გამგედ, ჟურნალ „ომეგა”-ს რედაქციის განყოფილების უფროსად. | '''შატაიძე ნუგზარ''' − (1944 − 2009), [[ქართველები|ქართველი]] მწერალი, დრამატურგი, პოეტი, ესეისტი. დაიბადა [[თბილისი|თბილისში]]. სწავლობდა თბილისის ყოფილ ვაჟთა მე-20 სკოლაში (დღევანდელი 31-ე). დაამთავრა 62-ე სკოლა. სწავლობდა ჯერ [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]], შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. სპეციალობით თბოენერგეტიკოსი იყო. მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალში ტურბინის მემანქანედ, საქართველოს ენერგოსისტემაში – ინჟინრად, გაზეთ „ლელო”-ს რედაქციის განყოფილების უფროსად, გამომცემლობა „მერანი”-ს პროზის განყოფილების გამგედ, ჟურნალ „ომეგა”-ს რედაქციის განყოფილების უფროსად. | ||
მიმდინარე ცვლილება 16:23, 20 აპრილი 2022 მდგომარეობით
შატაიძე ნუგზარ − (1944 − 2009), ქართველი მწერალი, დრამატურგი, პოეტი, ესეისტი. დაიბადა თბილისში. სწავლობდა თბილისის ყოფილ ვაჟთა მე-20 სკოლაში (დღევანდელი 31-ე). დაამთავრა 62-ე სკოლა. სწავლობდა ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. სპეციალობით თბოენერგეტიკოსი იყო. მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალში ტურბინის მემანქანედ, საქართველოს ენერგოსისტემაში – ინჟინრად, გაზეთ „ლელო”-ს რედაქციის განყოფილების უფროსად, გამომცემლობა „მერანი”-ს პროზის განყოფილების გამგედ, ჟურნალ „ომეგა”-ს რედაქციის განყოფილების უფროსად.
- დავბერდი
- მაღლიდან წვიმა მოასხამს −
- მიწისა არი, არ ცისა,
- სახეს მისველებს ტიალი,
- შამღონებელი კაცისა.
- ჟამი გასულა რამდენი,
- ნურავინ იტყვის − წამია,
- გახუნებულა ყოველი,
- აქამდე რაც მიწამია.
- ვზივარ და ჩუმად ვიგონებ
- ჩავლილ-გამოვლილ ყოფასა −
- სულ მუდამ ჯაჭვით დაბმულსა
- იმ ღრჯოლებიან ქოფაკსა.
- ფანდურიც დამძველებია,
- ვეღარ გავუბი ლარები,
- რა თავში ვიხლი − გამოჩნდა
- შავეთის შავი კარები.
- უცხონი დამწკრივებულან,
- მიაწითლებენ ქვიშასა,
- სხვათა სიმღერას მღერიან,
- ლაპარაკობენ სხვისასა.