ჯაფარიძე ლელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯაფარიძე ლელი“ გადაიტანა გვერდზე „ლელი ჯაფარიძე“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლელი ჯაფარიძე“ გადაიტანა გვერდზე „ჯაფარიძე ლელი“ გადამისამარ...)
 

მიმდინარე ცვლილება 23:55, 22 აპრილი 2022 მდგომარეობით

ლელი ჯაფარიძე

ჯაფარიძე ლელი (ლევან) (1895 – 1934), ქართველი პოეტი და მთარგმნელი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1913 წელს „ახალი პოეზიის ანთოლოგიაში“ (ქუთაისი) დაბეჭდილი აქვს ორი ლექსი „თეთრ ქუჩაში“ და „მატარებლიდან“. თარგმნა ბერნჰარდ კელერმანის „გვირაბი“, შტეფან ცვაიგის „ამოკი“ და „შიში“


თეთრი ქუჩები
თენდება ღამე თვალუწვდენელ ქვაფენილებში,
საგაზაფხულოდ იმოსება ქალაქის ღამე.
ვთეთრდები მასთან და ვირევი ქუჩის ქალებში,
თითქოს შევირთე გაზაფხულთან მზის სითამამე.
ნელინელ ჩემთან მოდიან და მიწვევენ სახლში;
არსად არ წავალ ვნებისათვის ფართეა ქუჩა
და მეც მოვირთე ტანსაცმელში ძვირფას, ახალში
და ბინის კარი გაზაფხულმა დააჩაქუჩა.
სავნებო ღამით, გაზაფხულში მეც გავზაფხულდი
და ყველასათვის აანათლე ჩემი სახება.
ღამის ნათელზე მე სიგიჟით ავახალსულდი
და მიწამ იგრძნო თავის შვილის შმაგი ლაღება.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები