მხურვალმედეგი ბეტონი
(ახალი გვერდი: '''მხურვალმედეგი ბეტონი''' − ბეტონის სახეობა, რომელსაც შეუძლ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:სამშენებლო მასალები]] | [[კატეგორია:სამშენებლო მასალები]] | ||
| + | [[კატეგორია:ბეტონის სახეობები]] | ||
[[კატეგორია:ბეტონი]] | [[კატეგორია:ბეტონი]] | ||
12:17, 19 მაისი 2022-ის ვერსია
მხურვალმედეგი ბეტონი − ბეტონის სახეობა, რომელსაც შეუძლია მაღალი ტემპერატურის პირობებში შეინარჩუნოს თავისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები. შემვსებად იყენებენ ცეცხლმედეგ მასალებს: შამოტს, ანდეზიტს, დიაბაზს, ბრძმედის წიდას, კორუნდს, ქრომის მადნებს, მაგნეზიტურ და თიხის აგურის ნამტვრევებს და სხვ. შემკვრელად გამოიყენება პორტლანდ-ცემენტი, წიდაპორტლანდცემენტი, თიხამიწიანი ცემენტი და თხევადი მინა. მხურვალმედეგობის ხარისხის მიხედვით მხურვალმედეგი ბეტონი იყოფა შემდეგ ჯგუფებად:
- მაღალმხურვალმედეგი (უძლებს 1770°C და მეტ ტემპერატურას);
- მხურვალმედეგი (ცეცხლგამძლეობა 1580-1770°C);
- მხურვალგამძლე (უძლებს 1580°C-ზე ნაკლებ ტემპერატურას).
მხურვალმედეგი ბეტონი შემვსების სახეობაზე დამოკიდებულებით, შეიძლება იყოს განსაკუთრებით მძიმე (სიმკვრივით 3200 კგ/მ3-მდე), მძიმე (2500-2800 კგ/მ3) და მსუბუქი (ნაკლები 2500 კგ/მ3-ზე). ბეტონის დამზადებისას აუცილებელი პირობაა წყლის ან თხევადი მინის რაოდენობის მინიმალურობა. კონუსის ჯდომა აიღება არაუმეტეს 2 სმ-ისა. ადუღაბებისათვის ჩვეულებრივ საჭიროა 170-190 ლიტრი წყალი 1 მ3 ბეტონზე. გამოიყენება საცეცხლე ღუმლების, ორთქლის ქვაბების, ატომური რეაქტორების, საკვამლე მილებისა და სხვ. ასაგებად.