მხურვალმედეგი ბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მხურვალმედეგი ბეტონის ნაკეთობები

მხურვალმედეგი ბეტონიბეტონის სახეობა, რომელსაც შეუძლია მაღალი ტემპერატურის პირობებში შეინარჩუნოს თავისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები. შემვსებად იყენებენ ცეცხლმედეგ მასალებს: შამოტს, ანდეზიტს, დიაბაზს, ბრძმედის წიდას, კორუნდს, ქრომის მადნებს, მაგნეზიტურ და თიხის აგურის ნამტვრევებს და სხვ. შემკვრელად გამოიყენება პორტლანდცემენტი, წიდაპორტლანდცემენტი, თიხამიწიანი ცემენტი და თხევადი მინა. მხურვალმედეგობის ხარისხის მიხედვით მხურვალმედეგი ბეტონი იყოფა შემდეგ ჯგუფებად:

  1. მაღალმხურვალმედეგი (უძლებს 1770°C და მეტ ტემპერატურას);
  2. მხურვალმედეგი (ცეცხლგამძლეობა 1580-1770°C);
  3. მხურვალგამძლე (უძლებს 1580°C-ზე ნაკლებ ტემპერატურას).

მხურვალმედეგი ბეტონი შემვსების სახეობაზე დამოკიდებულებით, შეიძლება იყოს განსაკუთრებით მძიმე (სიმკვრივით 3200 კგ/მ3-მდე), მძიმე (2500-2800 კგ/მ3) და მსუბუქი (ნაკლები 2500 კგ/მ3-ზე). ბეტონის დამზადებისას აუცილებელი პირობაა წყლის ან თხევადი მინის რაოდენობის მინიმალურობა. კონუსის ჯდომა აიღება არაუმეტეს 2 სმ-ისა. ადუღაბებისათვის ჩვეულებრივ საჭიროა 170-190 ლიტრი წყალი 1 მ3 ბეტონზე. გამოიყენება საცეცხლე ღუმლების, ორთქლის ქვაბების, ატომური რეაქტორების, საკვამლე მილებისა და სხვ. ასაგებად.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები