დიაბაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

დიაბაზი (ბერძ. diabasis გადასვლა, გადასავალი) – სრულკრისტალური პალეოტიპური შავი ან მომწვანო ფერის მაგმური ქანი. ქიმიური და მინერალური შედგენილობით ბაზალტის მსგავსია. დიაბაზი ანალოგიური კაინოტიპური ქანია დოლერიტი. დიაბაზი ფართოდაა გავრცელებული კავკასიონის სამხრეთ კალთაზე და სამხრეთ საქართველოში. გვხვდება ასევე კარელიაში, ყირიმში, ციმბირში, გერმანიაში, ჩეხეთში, დიდ ბრიტანეთში, სკანდინვიაში, საფრანგეთსა და აშშ-ში. დიაბაზებს იყენებენ საავტომობილო და სარკინიგზო ქვებისა და ღორღის დასამზადებლად, აგრეთვე ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში მოსაპირკეთებელი სამუშაოებისათვის.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები