გათბობის სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გათბობის სისტემა''' – ტექნიკური ელემენტების ერთობლიობა, გა...)
 
(წყარო)
ხაზი 7: ხაზი 7:
 
[[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამშენებლო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:გათბობა]]
 
[[კატეგორია:გათბობა]]
 +
[[კატეგორია:გათბობის სისტემა]]

16:49, 14 ნოემბერი 2022-ის ვერსია

გათბობის სისტემა – ტექნიკური ელემენტების ერთობლიობა, გათვალისწინებული სითბოს რაოდენობის მიღების, გადატანისა და გადაცემისათვის, რომელიც საჭიროა მოცემულ დონეზე ტემპერატურის შესანარჩუნებლად. გათბობის სისტემის ძირითადი კონსტრუქციული ელემენტებია: სითბოს წყარო (ელემენტი სითბოს მისაღებად), თბოგამტარები (სითბოს გადამტანი ელემენტი სითბოს წყაროდან გამათბობელ ხელსაწყოებამდე) და გამათბობელი ხელსაწყოები (სათავსში სითბოს გამცემი ელემენტი). თბოგამტარებში სითბოს გადატანა წარმოებს სითხის (წყალი, ანტიფრიზი) ან აეროვანი სამუშაო გარემოთი (ორთქლი, ჰაერი, სათბობის წვის პროდუქტები). გათბობის სისტემა შეიძლება იყოს შემდეგი ტიპის: გაზის, გეოთერმული, შეშაზე, მაზუთზე, მზის ენერგიის, ნახშირის, ტორფის, ელექტრული, წყლის, ჰაერის, ორთქლის, კომბინირებული, სხივური, კონვექციული, ბუნებრივი და ხელოვნური ცირკულაციის, ადგილობრივი, ცენტრალური, ერთმილიანი, ორმილიანი და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები