გათბობის სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გათბობის სისტემა – ტექნიკური ელემენტების ერთობლიობა, გათვალისწინებული სითბოს რაოდენობის მიღების, გადატანისა და გადაცემისათვის, რომელიც საჭიროა მოცემულ დონეზე ტემპერატურის შესანარჩუნებლად. გათბობის სისტემის ძირითადი კონსტრუქციული ელემენტებია: სითბოს წყარო (ელემენტი სითბოს მისაღებად), თბოგამტარები (სითბოს გადამტანი ელემენტი სითბოს წყაროდან გამათბობელ ხელსაწყოებამდე) და გამათბობელი ხელსაწყოები (სათავსში სითბოს გამცემი ელემენტი). თბოგამტარებში სითბოს გადატანა წარმოებს სითხის (წყალი, ანტიფრიზი) ან აეროვანი სამუშაო გარემოთი (ორთქლი, ჰაერი, სათბობის წვის პროდუქტები). გათბობის სისტემა შეიძლება იყოს შემდეგი ტიპის: გაზის, გეოთერმული, შეშაზე, მაზუთზე, მზის ენერგიის, ნახშირის, ტორფის, ელექტრული, წყლის, ჰაერის, ორთქლის, კომბინირებული, სხივური, კონვექციული, ბუნებრივი და ხელოვნური ცირკულაციის, ადგილობრივი, ცენტრალური, ერთმილიანი, ორმილიანი და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები