კოსმოსური გეოდეზია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კოსმოსური გეოდეზია''' − კოსმოსის ეპოქაში ჩამოყალიბებული სა...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[კატეგორია:დისციპლინები]] | [[კატეგორია:დისციპლინები]] | ||
[[კატეგორია:გეოდეზია]] | [[კატეგორია:გეოდეზია]] | ||
| + | [[კატეგორია:მეცნიერების დარგები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 21:50, 25 ნოემბერი 2022 მდგომარეობით
კოსმოსური გეოდეზია − კოსმოსის ეპოქაში ჩამოყალიბებული სამეცნიერო დარგი, რომელსაც დასაბამი მიეცა დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვების დღიდან (1957 წლის 4 ოქტომბერი). კოსმოსური გეოდეზია საკუთარი პროგრამის შესაბამისად, დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრთა საშუალებით მოპოვებული მასალების გეოდეზიური თვალთახედვით დამუშავების საფუძველზე იკვლევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: დაკვირვების ადგილების გეოცენტრული კოორდინატების განსაზღვრის საფუძვლეზე დედამიწის ფორმისა და ზომის დადგენა; კონტინენტების გეოდეზიური ურთიერთდაკავშირება; მზის დაბნელებისა და მთვარის მიერ ვარსკვლავების დაფარვის მასალების გეოდეზიური თვალთახედვით დამუშავება და სხვ.