თბილისის აეროპორტი
(ახალი გვერდი: [[ფაილი:Tbilisis aerpporti.JPG|thumb|თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თბილისის აეროპორტი“ გადაიტანა გვერდზე „[[თბილისის შოთა რუსთავე...) |
13:26, 16 ივნისი 2022-ის ვერსია
თბილისის აეროპორტი – საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რომელიც მისგან სამხრეთაღ-მოსავლეთით 17 კილომეტრით არის დაშორებული. თბილისის აეროპორტი ერთ-ერთია საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტს შორის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად. 2005 წლის 31 ოქტომბრიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი „TAV Urban Georgia”-ს მმართველობაში იმყოფება.
2007 წელს დასრულდა ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა, რომლის მეშვეობით სწრაფად განვითარდა და სტრატეგიული მნიშვნელობა მიიღო. აეროპორტს გააჩნია ფართო ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, ბაქანი და სამიმოსვლო გზა. მას საათში 2 000 მგზავრის მომსახურება შეუძლია და კავკასიის რეგიონის მთავარ კომერციულ და სტრატეგიულ ცენტრს წარმოადგენს. აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე აეროპორტისათვის საჭირო მომსახურებით, ტექნიკითა და ინფრასტრუქტურით.