პნევმოკარკასული კონსტრუქცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: პნევმოკარკასული კონსტრუქცია '''პნ...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
− | [[კატეგორია:სამშენებლო | + | [[კატეგორია:სამშენებლო კონსტრუქციები]] |
16:42, 14 ივლისი 2022-ის ვერსია
პნევმოკარკასული კონსტრუქცია − კონსტრუქცია, რომელიც შედგება ცალკეული სწორხაზოვანი ან მრუდი ფორმის ჰერმეტულად ჩაკეტილი წრიული განივკვეთის ბალონებისაგან (პნევმოღეროებისაგან). ბალონის დიამეტრი შეიძლება იყოს 0,2-0,5 მ. მისი გარსი მზადდება 2 ან 3 ფენა მაღალი სიმტკიცის ჰაერგაუმტარი ქსოვილისაგან, რომელსაც დამატებული აქვს რეზინის კამერა გარსის ჰაერგაუმტარობის ასამაღლებლად. ბალონის შიგნით ჰაერის წნევაა 0,5 მპა. კარკასის გრძივი და განივი სიხისტე და მდგრადობა უზრუნველყოფილია კარკასის ბოლოებში ჩამაგრებული სპეციალური საჭიმრებით. პნევმოკარკასული კონსტრუქცია მზიდუნარიანობა ჰაერზე დაყრდნობილთან შედარებით დაბალია, ამიტომ მას მცირე მალებში (6-15 მ) იყენებენ.