ლაგურკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლაგურკა“ გადაიტანა გვერდზე „[[წმინდა კვირიკესა და წმინდა ივლიტა...)

15:47, 8 ივლისი 2022-ის ვერსია

ლაგურკა

ლაგურკა – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, X საუკუნის კალას წმინდა კვირიკესა და წმინდა ივლიტას სახელობის მონასტერი. მდებარეობს სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, კალას თემის სოფელ ხეში, მდ. ენგურის მარცხენა ნაპირზე. ძირითადი ნაგებობებია: ეკლესია, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენები, სამრეკლო, გალავანი.

თქმულება

ლაგურკა

სვანეთში, სოფელ კალას, ეკლესიის აშენება გადაუწყვეტიათ სოფლის თავკაცებს. ბევრს მსჯელობდნენ. ბოლოს მახვშს (თემის უხუცესს) გამოუყვანია ორი თეთრი გაუხედნავი ხარი და თავიანთ ნებაზე გაუშვია. სადაც ესენი გაჩერდებიან და ბალახს მოძოვენ, იქ ავაშენებთ ეკლესიასო. უვლიათ მთელი დღე ხარებს და, ბოლოს, ერთ მაღალ მთაზე შეჩერებულან საბალახოდ. ხარები ამ ადგილზე დაუკლავთ და ეკლესიაც აქ აუშენებიათ.

აღწერილობა

მოყვითალო ფერის შირიმის ქვით ნაგები ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ინტერიერში ნახევარწრიული საკურთხევლის აფსიდი, დარბაზის ძირითადი სივრცისგან გამოყოფილია ქვის კანკელით. ცილინდრული კამარა ერთ საბჯენ თაღს ეყრდნობა. გრძივი კედლები დანაწევრებულია ორ-ორი თაღით. სარკმლები გაჭრილია აფსიდსა და დასავლეთ კედელში. ეკლესიას დასავლეთით მიშენებული აქვს სამრეკლო, სამხრეთით – უბრალო ქვის ოთახი, საიდანაც ეკლესიაში შესასვლელია გაკეთებული. ტერიტორია შემოზღუდული ყოფილა ქვითკირის მაღალი კბილოვანი გალავნით, რომლის მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი. სატრაპეზო, ოთახები და სენაკები, ქვემოთ ფერდობზეა გაშენებული.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები