საყრდენი რგოლი
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
| − | 2. ''(საკანალიზაციო)'' – [[საკანალიზაციო ჭა|საკანალიზაციო ჭის]] (ან საკაბელო ჭის) ამოსაშენებელი ან [[სახურავი|სახურავის]] დამჭერი რგოლური კონსტრუქციული ელემენტი, რომლის დასამზადებლად ძირითადად გამოიყენება [[ბეტონი]], იშვიათად – პლასტმასი, ქვიშაპოლიმერი ან ლითონი. | + | 2. ''(საკანალიზაციო)'' – [[საკანალიზაციო ჭა|საკანალიზაციო ჭის]] (ან საკაბელო ჭის) ამოსაშენებელი ან [[სახურავი|სახურავის]] დამჭერი რგოლური კონსტრუქციული ელემენტი, რომლის დასამზადებლად ძირითადად გამოიყენება [[ბეტონი]], იშვიათად – [[პლასტმასი]], ქვიშაპოლიმერი ან ლითონი. |
მიმდინარე ცვლილება 16:34, 23 სექტემბერი 2022 მდგომარეობით
საყრდენი რგოლი
1. (არქიტექტურა) – ცილინდრული ან პრიზმული ფორმის კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც გუმბათის საყრდენის მოვალეობას ასრულებს. შეიძლება იყოს ზედა და ქვედა. ქვედა საყრდენი რგოლი ყოველთვის მუშაობს გაჭიმვაზე და თავის თავზე ღებულობს გუმბათში წარმოშობილ განმბჯენ ძალას, ხოლო ზედა – შეკუმშულია. საყრდენი რგოლის შეერთება გუმბათთან არის სახსროვანი, ნახევრადსახსროვანი ან ხისტი, შესაბამისად, გარსში (გუმბათში) ძაბვების გამოსათვლელად გამოიყენება უმომენტო, ნახევრადმომენტური ან მომენტური თეორიები. რგოლის დასამზადებლად ძირითადად გამოიყენება რკინაბეტონი, ლითონი, ხე და სხვა საშენი მასალა;
2. (საკანალიზაციო) – საკანალიზაციო ჭის (ან საკაბელო ჭის) ამოსაშენებელი ან სახურავის დამჭერი რგოლური კონსტრუქციული ელემენტი, რომლის დასამზადებლად ძირითადად გამოიყენება ბეტონი, იშვიათად – პლასტმასი, ქვიშაპოლიმერი ან ლითონი.