პოლიკონდენსაცია
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პოლიკონდენსაცია“ გადაიტანა გვერდზე „პოლიმერის კონდენსაცია“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პოლიმერის კონდენსაცია“ გადაიტანა გვერდზე „პოლიკონდენსაცია“ ...) |
16:07, 26 სექტემბერი 2022-ის ვერსია
პოლიკონდენსაცია, (პოლიმერის კონდენსაცია) – (ბერძ. polýs ბევრი, მრავალი და ლათ. condensatio შესქელება, შედედება), ნახევრადფუნქციონალური ნაერთებისაგან (ძირითადად ბიფუნქციონალური) მიღებული პოლიმერების სინთეზის პროცესი, რომელსაც, როგორც წესი, თან ახლავს დაბალმოლეკულური მასის მქონე თანამდევი პროდუქტების (წყალი, სპირტი და სხვ.) გამოყოფა.
პოლიკონდენსაციის პროცესში წარმოქმნილი პოლიმერის მოლეკულური მასა დამოკიდებულია საწყისი კომპონენტების თანაფარდობასა და რეაქციის მიმდინარეობის პირობებზე. პოლიკონდენსაციით სინთეზირებული პოლიმერების ძირითადი სახეობებია: პოლიამიდი, პოლიურეთანი, პოლიკარბონატი, პოლიესტერი, პოლისილოქსანი, ალკიდური ფისი, მელამინ-ალდეჰიდური ფისი, შარდოვანა-ალდეჰიდური ფისი, ფენოლ-ალდეჰიდური ფისი და სხვ. ბუნებრივი, ანუ ბიოპოლიმერები (ცილა, ცელულოზა, ხიტინი და სხვ.) სინთეზირდება ცოცხალ ორგანიზმებში პოლიკონდენსაციის გზით შესაბამისი ფერმენტების კომპლექსების მონაწილეობით.