რკინიგზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:ErTliandagiani rkinigza.JPG|thumb|ერთლიანდაგიანი რკინიგზა]]
 
'''რკინიგზა'''  – კომპლექსური სატრანსპორტო საწარმო, რომელიც აღჭურვილია მგზავრების გადასაყვანი, ტვირთის, ფოსტისა და მისთ. გადასაზიდი ტექნიკით.
 
'''რკინიგზა'''  – კომპლექსური სატრანსპორტო საწარმო, რომელიც აღჭურვილია მგზავრების გადასაყვანი, ტვირთის, ფოსტისა და მისთ. გადასაზიდი ტექნიკით.
  
ხაზი 4: ხაზი 5:
 
[[ლიანდაგი]]ს მიხედვით – ფართოლიანდაგიანი, ვიწროლიანდაგიანი; <br />
 
[[ლიანდაგი]]ს მიხედვით – ფართოლიანდაგიანი, ვიწროლიანდაგიანი; <br />
 
წევის სახეობის მიხედვით – ელექტრული, დიზელის, ტურბინული და ორთქლის წევისა.  
 
წევის სახეობის მიხედვით – ელექტრული, დიზელის, ტურბინული და ორთქლის წევისა.  
 
+
[[ფაილი:ErTrelsiani rkinigza.JPG|thumb|მარცხნივ|ერთრელსიანი რკინიგზა]]
 
რკინიგზის ძირითადი ელემენტებია: ლიანდაგის ზედა ნაშენი, მიწის ვაკისი და ხელოვნური ნაგებობები (სარკინიგზო ხიდი, [[გვირაბი]], [[ვიადუკი]], სადრენაჟე მილი, [[საყრდენი კედელი]] და ა.შ.). ლიანდაგის გეგმა წარმოადგენს ლიანდაგის ღერძის პროექციას ჰორიზონტალურ სიბრტყეზე, ხოლო გრძივი პროფილი – ვერტიკალურ ჭრილს მის ღერძზე. გეგმა და გრძივი პროფილი განსაზღვრავს ლიანდაგის ტრასას.  
 
რკინიგზა შედგება სწორი და მრუდე უბნებისაგან. მოძრავი შემადგენლობის მდოვრედ გადასვლისათვის სწორი უბნიდან მრუდზე ეწყობა გადამყვანი მრუდი. რკინიგზის ტრასას აქვს გარკვეული ქანობი. სადგურის პირობებში ცდილობენ შეინარჩუნონ ნულოვანი ქანობი ან არაუმეტეს 0,025%.  
 
[[ფაილი:Orrelsiani rkinigza.JPG|thumb|ორლიანდაგიანი რკინიგზ]]
 
რკინიგზა არსებობს ორი კატეგორიის: I. მაგისტრალური; II. ჩიხები და შიგასაწარმოო. საქართველოს რკინიგზა წარმოადგენს შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარე ევრაზიის სატრანსპორტო არტერიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს, რომელიც უმოკლესი გზით აკავშირებს [[ევროპა]]სა და ცენტრალურ აზიას. 1871 წ. ფოთი-ყვირილას (ახლანდელი ზესტაფონი) მონაკვეთზე გაიხსნა სარკინიგზო მოძრაობა, 1872 წლის 10 ოქტომბერს კი [[თბილისი]]დან ფოთში პირველი მატარებელი ჩავიდა. ეს თარიღი ითვლება საქართველოს რკინიგზის „დაბადების დღედ”. ამჟამად (2016 წ.) საქართველოს რკინიგზის გაშლილი სიგრძეა 1879 კმ. საექსპლუატაციო სიგრძე – 1575 კმ, ორლიანდაგიანი ხაზების სიგრძე – 290 კმ, ერთლიანდაგიანის – 1285 კმ, ვიწროლიანდაგიანის კი 37 კმ.
 
მიმდინარე ცვლილება 12:05, 3 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით

ერთლიანდაგიანი რკინიგზა

რკინიგზა – კომპლექსური სატრანსპორტო საწარმო, რომელიც აღჭურვილია მგზავრების გადასაყვანი, ტვირთის, ფოსტისა და მისთ. გადასაზიდი ტექნიკით.

დანიშნულების მიხედვით არის საერთო სარგებლობის, სამრეწველო ტრანსპორტის, საქალაქო;
ლიანდაგის მიხედვით – ფართოლიანდაგიანი, ვიწროლიანდაგიანი;
წევის სახეობის მიხედვით – ელექტრული, დიზელის, ტურბინული და ორთქლის წევისა.

ერთრელსიანი რკინიგზა

რკინიგზის ძირითადი ელემენტებია: ლიანდაგის ზედა ნაშენი, მიწის ვაკისი და ხელოვნური ნაგებობები (სარკინიგზო ხიდი, გვირაბი, ვიადუკი, სადრენაჟე მილი, საყრდენი კედელი და ა.შ.). ლიანდაგის გეგმა წარმოადგენს ლიანდაგის ღერძის პროექციას ჰორიზონტალურ სიბრტყეზე, ხოლო გრძივი პროფილი – ვერტიკალურ ჭრილს მის ღერძზე. გეგმა და გრძივი პროფილი განსაზღვრავს ლიანდაგის ტრასას.

რკინიგზა შედგება სწორი და მრუდე უბნებისაგან. მოძრავი შემადგენლობის მდოვრედ გადასვლისათვის სწორი უბნიდან მრუდზე ეწყობა გადამყვანი მრუდი. რკინიგზის ტრასას აქვს გარკვეული ქანობი. სადგურის პირობებში ცდილობენ შეინარჩუნონ ნულოვანი ქანობი ან არაუმეტეს 0,025%.

ორლიანდაგიანი რკინიგზ

რკინიგზა არსებობს ორი კატეგორიის: I. მაგისტრალური; II. ჩიხები და შიგასაწარმოო. საქართველოს რკინიგზა წარმოადგენს შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარე ევრაზიის სატრანსპორტო არტერიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს, რომელიც უმოკლესი გზით აკავშირებს ევროპასა და ცენტრალურ აზიას. 1871 წ. ფოთი-ყვირილას (ახლანდელი ზესტაფონი) მონაკვეთზე გაიხსნა სარკინიგზო მოძრაობა, 1872 წლის 10 ოქტომბერს კი თბილისიდან ფოთში პირველი მატარებელი ჩავიდა. ეს თარიღი ითვლება საქართველოს რკინიგზის „დაბადების დღედ”. ამჟამად (2016 წ.) საქართველოს რკინიგზის გაშლილი სიგრძეა 1879 კმ. საექსპლუატაციო სიგრძე – 1575 კმ, ორლიანდაგიანი ხაზების სიგრძე – 290 კმ, ერთლიანდაგიანის – 1285 კმ, ვიწროლიანდაგიანის კი 37 კმ.

სარჩევი

[რედაქტირება] ელექტრული რკინიგზა

ელექტროფიცირებული რკინიგზა, რომელსაც შეუძლია ელმავლები და სამგზავრო მატარებლები გაატაროს.

[რედაქტირება] ერთლიანდაგიანი რკინიგზა

რკინიგზა, სადაც ორრელსიანი ერთი ლიანდაგია დაგებული. მასზე მატარებლების მოძრაობა პერიოდულად ხდება – ხან ერთი, ხან მეორე მიმართულებით.

[რედაქტირება] ორლიანდაგიანი რკინიგზა

რკინიგზა, სადაც ორი წყვილი ლიანდაგია დაგებული. ის ერთდროულად ორმხრივ მოძრაობას უზრუნველყოფს.

[რედაქტირება] ერთრელსიანი რკინიგზა

სპეციალური სახისა და დანიშნულების რკინიგზა, სადაც მხოლოდ ერთი რელსისგან შემდგარი ლიანდაგია დაგებული. ასეთ რკინიგზაზე მოძრაობს ვაგონი, რომლის წონასწორობა გიროსკოპის მუშაობის პრინციპზეა დაფუძნებული.

[რედაქტირება] ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა

750, 900 ან 1000 მმ სიგანის რკინიგზა, რომელიც მეტწილად, ადგილობრივი დანიშნულების ტვირთის გადასაზიდად, მუშათა გადასაყვანად, დიდი მოცულობის ხე-ტყის დამამზადებელ მეურნეობებში ან სხვა მომპოვებელ წარმოებებში გამოიყენება.

[რედაქტირება] მაგისტრალური რკინიგზა

მაგისტრალური დანიშნულების რკინიგზა, რომელსაც დიდი სახელმწიფოებრივი და სამეურნეო დანიშნულება აქვს. ის ქვეყნის ცენტრალური სარკინიგზო არტერიაა.

[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები