ქართული ნაჯახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ქართული ნაჯახი '''ქართული ნაჯახი''' – [[საქართ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 11: ხაზი 11:
 
[[კატეგორია:ნაჯახი]]
 
[[კატეგორია:ნაჯახი]]
 
[[კატეგორია:საჭრელი ხელსაწყოები]]
 
[[კატეგორია:საჭრელი ხელსაწყოები]]
[[კატეგორია:სათლელი იარაღები]]
+
[[კატეგორია:სათლელი ხელსაწყოები]]

მიმდინარე ცვლილება 23:36, 26 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

ქართული ნაჯახი

ქართული ნაჯახისაქართველოში გავრცელებულ ხის დასამუშავებელი იარაღი. იგი მეტად თავისებური აღნაგობისაა, რაც სრულად შეესაბამება ხითხუროობის (სადურგლო) საქმიანობის სპეციფიკას. ნაჯახის ძირითადი დანიშნულებაა: ხის გათლა, სამშენებლო (საკედლე ფიცარი ან სხვ.), სამეურნეო (სამიწათმოქმედო იარაღები) და საოჯახო (ავეჯი, დგამ-ჭურჭელი) თუ სხვადასხვა იარაღ-ხელსაწყოსთვის მასალის დამუშავება.

ქართული ნაჯახი ამჟამადაც საჭირო იარაღია. საქართველოს გარდა მეტ-ნაკლებად გავრცელებულია ჩრდილოეთ კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამ ნაჯახს ქართველი მჭედლები ამზადებდნენ და საკმაოდ რთული გასაჭედიც იყო, რასაც მისი დამუშავების ტექნიკასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიაც ცხადყოფს: რკინის „შერჩევა“, „გაზომვა“, „გახურება“, „გაკვერვა“, „გაყვანა“, „გაწევა“, „გაკოპიტება“, „მოქნა“, „მოკეცვა“, „დასარჩულება“, „შედუღება“, „შემტკიცება“, „გაკაზმვა“, „დაყენება“, „გალესვა“, „წრთობა“, „გაფერვა“ და სხვ.


[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები