ური
ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
ური, „ქალდეველთა ურის“ სახელწოდებით, ებრაელი ხალხის მამამთავრის, [[აბრაამი|აბრაამის]] სამშობლოა, საიდანაც მისი საგვარეულო ღვთის [[განგება|განგებით]] ქანაანში | ური, „ქალდეველთა ურის“ სახელწოდებით, ებრაელი ხალხის მამამთავრის, [[აბრაამი|აბრაამის]] სამშობლოა, საიდანაც მისი საგვარეულო ღვთის [[განგება|განგებით]] ქანაანში | ||
− | გადასახლდა (დაბ. 11:31). ცნობილია ურის დიდი ზიკურათი, საფეხუროვანი კოშკი, რომელიც ათასი წლის მანძილზე შენდებოდა და, მაინც ვერ დასრულდა. | + | გადასახლდა (დაბ. 11:31). ცნობილია ურის დიდი ზიკურათი, საფეხუროვანი [[კოშკი]], რომელიც ათასი წლის მანძილზე შენდებოდა და, მაინც ვერ დასრულდა. |
იგი ბიბლიური [[ბაბილონი]]ს გოდოლის პროტოტიპია. | იგი ბიბლიური [[ბაბილონი]]ს გოდოლის პროტოტიპია. |
14:22, 5 აპრილი 2017-ის ვერსია
ური – შუმერის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ქალაქი ქვეყნის მთელი ისტორიის მანძილზე; შუმერის სახელგანთქმული დინასტიის (ე.წ. III დინასტიის – დაახლ. 2112-2004 ძვ.წ.) სატახტო ქალაქი, მთვარის ღმერთის, სინის მთავარი საკულტო ცენტრი, რომლის დაარსება კოსმოგონიურ ხანაშია წარმოდგენილი: „ქალაქი, რომელიც ზღვასავით თავისთავად დაფუძნდა“. ური და მისი ტაძარი (ექიშნუნგალი) მითოსურად გაიგივებულია ბოსელ-ფარეხთან და იწოდება „ფურმრავალ, ფართო ბოსლად“, რომლის მწყემსია თავად მთვარის ღმერთი. ერთი შუმერული ჰიმნი ამგვარად აქებს ურს: „საუკეთესო ხვედრის ქალაქი, მეუფების დიდი საყდარი; ტაძარი-ური, შუმერის სამეთაუროდ აგებული. ქალაქი დიდკედლებიანი, აბზუდან ამოზრდილი; ქალაქი ცასავით გამშვენებული, სიუხვით დატვირთული და ფერად-ფერადად შემკობილი...“
ური, „ქალდეველთა ურის“ სახელწოდებით, ებრაელი ხალხის მამამთავრის, აბრაამის სამშობლოა, საიდანაც მისი საგვარეულო ღვთის განგებით ქანაანში გადასახლდა (დაბ. 11:31). ცნობილია ურის დიდი ზიკურათი, საფეხუროვანი კოშკი, რომელიც ათასი წლის მანძილზე შენდებოდა და, მაინც ვერ დასრულდა.
იგი ბიბლიური ბაბილონის გოდოლის პროტოტიპია.