კოუზი რონალდ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კოუზი რონალდ''' - (დაბ. 1910) (Coase Ronald) – წარმოშობით ინგლისელი, ჯერ ლონ...) |
მ (მომხმარებელმა Malania გვერდი „კოუზი რონალდ“ გადაიტანა გვერდზე „რონალდ კოუზი“) |
15:23, 1 ნოემბერი 2022-ის ვერსია
კოუზი რონალდ - (დაბ. 1910) (Coase Ronald) – წარმოშობით ინგლისელი, ჯერ ლონდონის სკოლის, შემდეგ კი ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, ნეოკლასიკური მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი (1991) ფირმის თეორიასა («ფირმის ბუნება», 1937) და გარე ეფექტების კვლევაში შეტანილი წვლილისათვის. დიდია მისი დამსახურება ტრანსაქციული ხარჯების თეორიის შექმნასა და მათი შემცირების გზების გამოკვლევაში. სტატიაში «სოციალური ხარჯების პრობლემა» (1960) კოუზმა გააკეთა დასკვნები, რომლებიც დღემდე ცნობილია კოუზის თეორემის სახელწოდებით.