კოუზი რონალდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოუზი რონალდ - (Coase Ronald), (დაბ. 1910), წარმოშობით ინგლისელი, ჯერ ლონდონის სკოლის, შემდეგ კი ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, ნეოკლასიკური მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი (1991) ფირმის თეორიასა („ფირმის ბუნება”, 1937) და გარე ეფექტების კვლევაში შეტანილი წვლილისათვის. დიდია მისი დამსახურება ტრანსაქციული ხარჯების თეორიის შექმნასა და მათი შემცირების გზების გამოკვლევაში. სტატიაში „სოციალური ხარჯების პრობლემა” (1960) კოუზმა გააკეთა დასკვნები, რომლებიც დღემდე ცნობილია კოუზის თეორემის სახელწოდებით.




წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები