ხაშმის სამების ეკლესია
(ახალი გვერდი: ხაშმის სამების ეკლესია '''ხაშმის სამ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | ||
| − | [[კატეგორია:საქართველოს ეკლესია- | + | [[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]] |
[[კატეგორია:საგარეჯოს მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:საგარეჯოს მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | ||
[[კატეგორია:წმინდა სამების სახელობის ეკლესიები]] | [[კატეგორია:წმინდა სამების სახელობის ეკლესიები]] | ||
[[კატეგორია:ბაზილიკური ეკლესიები]] | [[კატეგორია:ბაზილიკური ეკლესიები]] | ||
15:55, 4 ნოემბერი 2022-ის ვერსია
ხაშმის სამების ეკლესია (კაწარეთის სამება) – ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაშმში, მდინარე იორის მარცხენა ნაპირას. მიეკუთვნება V-VI საუკუნეების მიჯნას. იგი ფეოდალური ხანის კახეთში საეპისკოპოსო ცენტრს წარმოადგენდა. კომპლექსის ძირითადი ნაგებობებია: სამების ტაძარი, ეპისკოპოსის სასახლე, სამრეკლო, მარანი და გალავანი.
ტაძარი ბაზილიკის ტიპის სამნავიანი გეგმით წაგრძელებული მართკუთხა ნაგებობაა, რომელსაც შესასვლელი სამი მხრიდან აქვს. აფსიდით დასრულებული შუა ნავის ორივე მხარეს, მთელ სიგრძეზე, სვეტებზე ამოყვანილია 5-5 ნალისებრი ფორმის თაღი. საშენ მასალად გამოყენებულია უხეშად გათლილი ნატეხი და რიყის ქვა, თაღებისათვის – სუფთად გათლილი ქვის კვადრები. ტაძარში შემონახულია XVI საუკუნის დასაწყისის უნიკალური ფრესკები. XIV-XV საუკუნეებში ახალი მომწვანო-მოვარდისფრო ქვიშაქვის კვადრების პერანგით შემოსეს. აღმოსავლეთის ფასადზე, შუა სარკმლის თავზე, დიდი ქვის ჯვარია გამოყვანილი. ტაძრის ეზოში შესასვლელი გალავანში ჩართული საცხოვრებელი კოშკის ქვედა სართულშია მოქცეული. ქვის გალავანს შესასვლელი გალავნის კედელში ჩართული საცხოვრებელი კოშკიდან აქვს. გადმოცემის თანახმად ხაშმის ეკლესია, სავარაუდოდ, მეფე ვახტანგ გორგასლის მიერაა აშენებული. დროთა განმავლობაში ტაძარი რამდენიმეჯერ არის გადაკეთებული. ამჟამად იქ ფუნქციონირებს მამათა მონასტერი.