სამხედრო დემოგრაფია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 14: ხაზი 14:
 
[[კატეგორია:დისციპლინები]]
 
[[კატეგორია:დისციპლინები]]
 
[[კატეგორია:დემოგრაფია]]
 
[[კატეგორია:დემოგრაფია]]
 +
[[კატეგორია:მეცნიერების დარგები]]

მიმდინარე ცვლილება 21:52, 25 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

სამხედრო დემოგრაფია (ბერძნული demos – ხალხი, grapho – ვწერ) – სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც იკვლევს მოსახლეობის პრობლემებს სამხედრო საქმიანობასთან დაკავშირებით, აგრეთვე ომისა და საომარი კონფლიქტების უშუალო და ირიბ გავლენას ცალკეული ქვეყნების, რეგიონების, მსოფლიოს დემოგრაფიაზე. წარმოიშვა სამხედრო მეცნიერებისა და დემოგრაფიის მიჯნაზე.

სამხედრო დემოგრაფიის უმნიშვნელოვანესი ამოცანებია:

  • სახელმწიფოს სამობილიზაციო შესაძლებლობების, მათ შორის, შეიარაღებული ძალების და ეკონომიკის სამობილიზაციო რეზერვების, მობილიზაციის და დემობილიზაციის პროცესების შესწავლა;
  • სამხედრო დანაკარგებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, მოსახლეობის ომამდელი, ომიანობის და ომის შემდგომი წლების მიგრაციის განხილვა, რომელიც გამოწვეულია სამხედრო-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციით, მობილიზაციითა და დემობილიზაციით, მოსახლეობის, ჯარების, შრომითი რესურსების ევაკუაციითა და რეევაკუაციით;
  • ომების დემოგრაფიული შედეგების (მეომარი სახელმწიფოების მოსახლეობის აბსოლუტური რიცხოვნობის კლება, ასაკობრივი და სქესობრივი სტრუქტურის ცვლილებები, შობადობის და ქორწინებების რაოდენობის შემცირება და სხვა) გაანალიზება.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები