კათარსისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''კათარსისი''' – ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „განწმენდას“.
+
'''კათარსისი''' – (ბერძნ. katharsis – განწმენდა) – ცნება, რომელიც გვხვდება ანტიკური ხანის ფილოსოფიაში, მედიცინაში, ესთეტიკაში. პოლიფუნქციონალობიდან გამომდინარე, აღორძინების ხანიდან მოყოლებული ჩვენს დღეებამდე, კათარსისის ირგვლივ არსებობს მრავალი სხვადასხვა, ხშირად ურთიერთსაპირისპირო განმარტებანი, რომელთაგან ძირითადია: რაციონალისტური (ინტელექტის შემწეობით სულის განწმენდა ვნებათაგან); ეთიკური (თანატანჯვის გზით ადამიანის გაკეთილშობილება); სამედიცინო (ფსიქოთერაპიული განტვირთვა).
 +
 
 +
პითაგორა მუსიკას მიიჩნევდა კათარსისის გამომწვევად. [[პლატონი]]ს აზრით, კათარსისი სულს აცალკევებს სხეულისაგან და ამით ხელს უწყობს პიროვნების გათავისუფლებას მატერიის ტვირთისაგან.
 +
 
 +
დრამატული ხელოვნების სფეროში კათარსისის კვლევას საფუძველი ჩაუყარა [[არისტოტელე]]ს ცნობილმა დებულებამ [[ტრაგედია]]სთან მიმართებაში: „''ტრაგედია არის ასახვა დიადი და დასრულებული მოქმედებისა, რომელსაც გარკვეული სიდიდე აქვს; ასახვა შემკობილი ენით, სხვადასხვა სახეებით სხვადასხვა ნაწილში, ასახვა მოქმედებით და არა თხრობით, რაც სიბრალულის და შიშის აღძვრის საშუალებით ამგვარ ვნებათაგან განწმენდას (კათარსისს) იწვევს''“ („პოეტიკა“). კათარსისული ეფექტის შესახებ, რომელიც ახლავს ზოგიერთ მუსიკალურ ნაწარმოებს, არისტოტელე გაკვრით საუბრობს თავის „პოლიტიკაშიც“.
 +
 
 +
კათარსისის საკითხის განხილვის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო ი. ბერნაისის შეხედულებათა გავრცელების შემდგომ (1857 წ.), რომლის მიხედვით, არისტოტელეს მხედველობაში ჰქონდა კათარსისის არა ეთიკური, არამედ ფსიქოლოგიური (ფსიქოთერაპიული) ეფექტი. ეს შეხედულება საფუძვლად უდევს თანამედროვე გამოკვლევების უმრავლესობას.
 +
 
 +
აღსანიშნავია, რომ ახლის პარალელურად, არსებობს ძველი შეხედულებების აღდგენის ან მათი სინთეზირების მცდელობაც. კათარსისი კვლავაც რჩება [[დრამის თეორია|დრამის თეორიის]] საკვანძო პრობლემად.
 +
 
  
დიდი ბერძენი ფილოსოფოსი [[არისტოტელე]] თხზულებაში, რომლის სახელწოდებაცაა „პოეტიკა“, მსჯელობს ამ ცნებაზე და აღნიშნავს, რომ ადამიანის სულს ხელოვნებასთან ზიარება ანიჭებს შვებას. ამ დროს იგი თავისუფლდება სხვა ემოციებისაგან და ეს მის განწმენდას იწვევს. ფილოსოფოსის აზრით, ყველაზე ძლიერია ტრაგიკული კათარსისი, რაც ადამიანს ეუფლება მძიმე ტანჯვის დათმენის, შიშისა და თანაგრძნობის შედეგად. ძველების რწმენით, მხოლოდ მძაფრი და ძლიერი განცდა გვაახლოებს ჭეშმარიტებას. არსებობს ლამის ანდაზად ქცეული გამოთქმა, რომელიც დიდ ტრაგიკოსს, [[ესქილე]]ს, ეკუთვნის: „პათემატა
 
მათემატა“, რაც ასე ითარგმნება: „ტანჯვანი შეგვაცნობინებენ“. ტრაგიკული ნაწარმოები ადამიანს განაცდევინებს ისეთ შემაძრწუნებელ უბედურებას, რაც მას რეალურ ცხოვრებაში, შესაძლოა, არც კი გადახდეს. ამ დროს იგი თანამონაწილე ხდება იმ მოვლენებისა, რასაც კითხულობს ან უმზერს სცენაზე. როგორც წესი, ყოველ ტრაგიკულ ქმნილებაში უკიდურესად დაძაბული კონფლიქტი ბოლოს იხსნება და ამით მიიღწევა განმუხტვა, ადამიანი გრძნობს შვებას. სწორედ ეს იწვევს ე.წ. „ტრაგიკულ სიამოვნებას“, ღრმა შინაგან სიხარულს, კათარსისს იმის გამო, რომ მძიმე ტანჯვა დასრულდა.
 
  
  
ხაზი 8: ხაზი 15:
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]]  
+
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]  
 
[[კატეგორია:ბერძნული ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ბერძნული ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ძველი ბერძნული ტრაგედია‏‎‏‎]]
 
[[კატეგორია:ძველი ბერძნული ტრაგედია‏‎‏‎]]

23:59, 13 მარტი 2023-ის ვერსია

კათარსისი – (ბერძნ. katharsis – განწმენდა) – ცნება, რომელიც გვხვდება ანტიკური ხანის ფილოსოფიაში, მედიცინაში, ესთეტიკაში. პოლიფუნქციონალობიდან გამომდინარე, აღორძინების ხანიდან მოყოლებული ჩვენს დღეებამდე, კათარსისის ირგვლივ არსებობს მრავალი სხვადასხვა, ხშირად ურთიერთსაპირისპირო განმარტებანი, რომელთაგან ძირითადია: რაციონალისტური (ინტელექტის შემწეობით სულის განწმენდა ვნებათაგან); ეთიკური (თანატანჯვის გზით ადამიანის გაკეთილშობილება); სამედიცინო (ფსიქოთერაპიული განტვირთვა).

პითაგორა მუსიკას მიიჩნევდა კათარსისის გამომწვევად. პლატონის აზრით, კათარსისი სულს აცალკევებს სხეულისაგან და ამით ხელს უწყობს პიროვნების გათავისუფლებას მატერიის ტვირთისაგან.

დრამატული ხელოვნების სფეროში კათარსისის კვლევას საფუძველი ჩაუყარა არისტოტელეს ცნობილმა დებულებამ ტრაგედიასთან მიმართებაში: „ტრაგედია არის ასახვა დიადი და დასრულებული მოქმედებისა, რომელსაც გარკვეული სიდიდე აქვს; ასახვა შემკობილი ენით, სხვადასხვა სახეებით სხვადასხვა ნაწილში, ასახვა მოქმედებით და არა თხრობით, რაც სიბრალულის და შიშის აღძვრის საშუალებით ამგვარ ვნებათაგან განწმენდას (კათარსისს) იწვევს“ („პოეტიკა“). კათარსისული ეფექტის შესახებ, რომელიც ახლავს ზოგიერთ მუსიკალურ ნაწარმოებს, არისტოტელე გაკვრით საუბრობს თავის „პოლიტიკაშიც“.

კათარსისის საკითხის განხილვის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო ი. ბერნაისის შეხედულებათა გავრცელების შემდგომ (1857 წ.), რომლის მიხედვით, არისტოტელეს მხედველობაში ჰქონდა კათარსისის არა ეთიკური, არამედ ფსიქოლოგიური (ფსიქოთერაპიული) ეფექტი. ეს შეხედულება საფუძვლად უდევს თანამედროვე გამოკვლევების უმრავლესობას.

აღსანიშნავია, რომ ახლის პარალელურად, არსებობს ძველი შეხედულებების აღდგენის ან მათი სინთეზირების მცდელობაც. კათარსისი კვლავაც რჩება დრამის თეორიის საკვანძო პრობლემად.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები