დამატებული ღირებულების გადასახადი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დამატებული ღირებულების გადასახადი“ გადაიტანა გვერდზე „დღგ“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დღგ“ გადაიტანა გვერდზე „დამატებული ღირებულების გადასახადი“ გ...) |
17:06, 1 დეკემბერი 2022-ის ვერსია
დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) (ინგლ. value added tax)
1. უნივერსალური არაპირდაპირი გადასახადის სახეობა, რომელიც მოიცავს პრაქტიკულად ყველა სახის საქონელსა და მომსახურებას და იფარება წარმოებული დამატებული ღირებულების მთლიანი თანხიდან;
2. განაკვეთი, რომელიც შეადგენს დასაბეგრი ბრუნვის ან დასაბეგრი იმპორტის „X“ პროცენტს (საქართველოში 18%). დასაბეგრი ბრუნვა წარმოადგენს საანგარიშო პერიოდში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ჯამს.
დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია:
ა) დასაბეგრი ოპერაცია;
ბ) იმპორტი;
გ) ექსპორტი;
დ) დროებითი შემოტანა.
დღგ-ით დასაბეგრი 29 ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც: დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: არა უგვიანეს მიმწოდებლის მიერ განხორციელებული საქონლის მიწოდებისათვის ან მომსახურების გაწევისათვის ანაზღაურების მოთხოვნის წარდგენის ან/და თანხის გადახდის ვალდებულების მომენტისა; არა უგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ საქონლის მიწოდება ხდება რეგულარულად ან უწყვეტად.
ბ) დღგ-ით შეძენილი საქონლის/მომსახურების გამოყენება არაეკონომიკური საქმიანობისათვის, თუ ამ საქონელზე მომსახურებაზე გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, რომლის დროსაც: დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე; დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის/მომსახურების გამოყენების დაწყების მომენტი. დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არა უგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი.