ზღვრული დანახარჯი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ზღვრული (მარჟინალური) დანახარჯი''' - (marginal cost, marginal expense - MC, <ლათ. margo კი...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ზღვრული დანახარჯი“ გადაიტანა გვერდზე „მარჟინალური დანახარჯი“) |
15:08, 7 დეკემბერი 2022-ის ვერსია
ზღვრული (მარჟინალური) დანახარჯი - (marginal cost, marginal expense - MC, <ლათ. margo კიდე, საზღვარი, ნაპირი), წარმოების მოცულობის განსაზღვრის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი. საქონლის დამატებითი (ზღვრული) ერთეულის წარმოებისათვის საჭირო დამატებითი დანახარჯი.
ფორმულით ასე გამოიანგარიშება:
სადაც Δ რაიმე მცირე ცვლილებაა, C - მთლიანი დანახარჯები, - ხოლო X - გამოშვებული პროდუქციის მოცულობა. მეწარმე ზრდის წარმოების მასშტაბს, სანამ საქონლისა და მომსახურების ერთეულზე ზღვრული დანახარჯი არ გაუთანაბრდება საბაზრო ფასს. თუ ზღვრული დანახარჯი ამ ფასს გადასცდა, მეწარმე ზარალდება და, პირიქით, თუ იგი საბაზრო ფასზე ნაკლებია, მაშინ მეწარმე დამატებით მოგებას იღებს.