იმპორტის შენაცვლება შიდა წარმოებით
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''იმპორტის შენაცვლება შიდა წარმოებით''' – (import substitution), ერთ-ერთი მთავარი განვითარების სტრატეგია [[განვითარებადი ქვეყნები|განვითარებადი ქვეყნებისათვის]]. [[ომი|ომის]] შემდგომ პირველ წლებში მრავალი ეკონომისტი და განვითარებადი ქვეყნების მთავრობები ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკას მიიჩნევდნენ ეკონომიკური პროგრესის საუკეთესო სტრატეგიად. ამ თვალსაზრისით ყველაზე მართებული გზა იყო [[იმპორტი|იმპორტის]] შენაცვლება შიდა წარმოებით, რაც გულისხმობს საკუთარი [[მრეწველობა|მრეწველობის]] შექმნას იმპორტული [[კვოტა|კვოტებითა]] და [[ტარიფი|ტარიფებით]] დაცვის საფუძველზე. ითვლებოდა, რომ ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო მრეწველობის იმ დარგების განვითარებით, რომლებიც აწარმოებენ სამომხმარებლო საქონელს. შემდეგ აქცენტი გადატანილ იქნა კაპიტალური საქონლის წარმოებაზე. | + | '''იმპორტის შენაცვლება შიდა წარმოებით''' – (import substitution), ერთ-ერთი მთავარი განვითარების სტრატეგია [[განვითარებადი ქვეყნები|განვითარებადი ქვეყნებისათვის]]. [[ომი|ომის]] შემდგომ პირველ წლებში მრავალი ეკონომისტი და განვითარებადი ქვეყნების მთავრობები ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკას მიიჩნევდნენ ეკონომიკური პროგრესის საუკეთესო სტრატეგიად. ამ თვალსაზრისით ყველაზე მართებული გზა იყო [[იმპორტი|იმპორტის]] შენაცვლება შიდა წარმოებით, რაც გულისხმობს საკუთარი [[მრეწველობა|მრეწველობის]] შექმნას იმპორტული [[კვოტა (ეკონომიკა)|კვოტებითა]] და [[ტარიფი|ტარიფებით]] დაცვის საფუძველზე. ითვლებოდა, რომ ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო მრეწველობის იმ დარგების განვითარებით, რომლებიც აწარმოებენ სამომხმარებლო საქონელს. შემდეგ აქცენტი გადატანილ იქნა კაპიტალური საქონლის წარმოებაზე. |
იგულისხმებოდა, რომ ამ გზით შესაძლებელი იქნებოდა [[იმპორტი]]ს შენაცვლება შიდა წარმოებით, რაც ხელს შეუწყობდა [[ეკონომიკური ზრდა|ეკონომიკურ ზრდა]]ს. არ გამოირიცხებოდა ის ვარაუდიც, რომ ამ სტრატეგიის რეალიზაციის ძირითადი ხარჯები თავის თავზე განვითარებულ ქვეყნებს უნდა აეღოთ. ამ სტრატეგიის გამოყენებამ მრავალ განვითარებად ქვეყანას არასახარბიელო შედეგები მოუტანა. საგადასახდელო ბალანსის მდგომარეობა აღნიშნულ ქვეყნებში ნაკლებად გაუმჯობესდა, ხოლო მათი დამოკიდებულება განვითარებულ სახელმწიფოებზე არ შემცირებულა. იმპორტის სტრუქტურაში მზა სამომხმარებლო საქონლის წილი შემცირდა, მანქანა- მოწყობილობებისა და სათადარიგო ნაწილების კი გაიზარდა. | იგულისხმებოდა, რომ ამ გზით შესაძლებელი იქნებოდა [[იმპორტი]]ს შენაცვლება შიდა წარმოებით, რაც ხელს შეუწყობდა [[ეკონომიკური ზრდა|ეკონომიკურ ზრდა]]ს. არ გამოირიცხებოდა ის ვარაუდიც, რომ ამ სტრატეგიის რეალიზაციის ძირითადი ხარჯები თავის თავზე განვითარებულ ქვეყნებს უნდა აეღოთ. ამ სტრატეგიის გამოყენებამ მრავალ განვითარებად ქვეყანას არასახარბიელო შედეგები მოუტანა. საგადასახდელო ბალანსის მდგომარეობა აღნიშნულ ქვეყნებში ნაკლებად გაუმჯობესდა, ხოლო მათი დამოკიდებულება განვითარებულ სახელმწიფოებზე არ შემცირებულა. იმპორტის სტრუქტურაში მზა სამომხმარებლო საქონლის წილი შემცირდა, მანქანა- მოწყობილობებისა და სათადარიგო ნაწილების კი გაიზარდა. | ||
მიმდინარე ცვლილება 22:09, 8 დეკემბერი 2022 მდგომარეობით
იმპორტის შენაცვლება შიდა წარმოებით – (import substitution), ერთ-ერთი მთავარი განვითარების სტრატეგია განვითარებადი ქვეყნებისათვის. ომის შემდგომ პირველ წლებში მრავალი ეკონომისტი და განვითარებადი ქვეყნების მთავრობები ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკას მიიჩნევდნენ ეკონომიკური პროგრესის საუკეთესო სტრატეგიად. ამ თვალსაზრისით ყველაზე მართებული გზა იყო იმპორტის შენაცვლება შიდა წარმოებით, რაც გულისხმობს საკუთარი მრეწველობის შექმნას იმპორტული კვოტებითა და ტარიფებით დაცვის საფუძველზე. ითვლებოდა, რომ ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო მრეწველობის იმ დარგების განვითარებით, რომლებიც აწარმოებენ სამომხმარებლო საქონელს. შემდეგ აქცენტი გადატანილ იქნა კაპიტალური საქონლის წარმოებაზე.
იგულისხმებოდა, რომ ამ გზით შესაძლებელი იქნებოდა იმპორტის შენაცვლება შიდა წარმოებით, რაც ხელს შეუწყობდა ეკონომიკურ ზრდას. არ გამოირიცხებოდა ის ვარაუდიც, რომ ამ სტრატეგიის რეალიზაციის ძირითადი ხარჯები თავის თავზე განვითარებულ ქვეყნებს უნდა აეღოთ. ამ სტრატეგიის გამოყენებამ მრავალ განვითარებად ქვეყანას არასახარბიელო შედეგები მოუტანა. საგადასახდელო ბალანსის მდგომარეობა აღნიშნულ ქვეყნებში ნაკლებად გაუმჯობესდა, ხოლო მათი დამოკიდებულება განვითარებულ სახელმწიფოებზე არ შემცირებულა. იმპორტის სტრუქტურაში მზა სამომხმარებლო საქონლის წილი შემცირდა, მანქანა- მოწყობილობებისა და სათადარიგო ნაწილების კი გაიზარდა.
წარმოიქმნა ბარიერები ექსპორტისათვის, ვინაიდან საექსპორტო საქონლის მწარმოებელი ფირმები იძულებულნი გახდნენ ადგილობრივი ფირმებისაგან, რომლებიც პროტექციონისტურ პირობებში მუშაობდნენ, შეეძინათ ნედლეული და მასალები მსოფლიო დონეზე მაღალ ფასებში. ამ პოლიტიკამ განაპირობა ვალუტის კურსის გაზრდა, რამაც შეამცირა მათი ექსპორტის ეფექტიანობა.