ედვარდ ჩემბერლინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: right '''ჩემბერლინი ედვარდ''' - (1899- 1967) (Chamberlin Edward) – ამერი...) |
მ (მომხმარებელმა Malania გვერდი „ჩემბერლინი ედვარდ“ გადაიტანა გვერდზე „ედვარდ ჩემბერლინი“) |
14:25, 19 დეკემბერი 2022-ის ვერსია
ჩემბერლინი ედვარდ - (1899- 1967) (Chamberlin Edward) – ამერიკელი ეკონომისტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, განსაკუთრებით ცნობილია როგორც „მონოპოლისტური კონკურენციის თეორიის“ (1933) ავტორი. ჯ. რობინსონის (დიდი ბრიტანეთი) ნაშრომებისგან დამოუკიდებლად გააანალიზა მონოპოლისტური კონკურენციის საბაზრო სიტუაცია, ფასწარმოქმნის მექანიზმები, დაასაბუთა კონკურენციისა და მონოპოლიის ერთდროულად არსებობის შესაძლებლობა. ტერმინი წმინდა კონკურენცია ე. ჩემბერლინმა შემოიტანა. ჯ. რობინსონისგან განსხვავებით, მან მონოპოლია კონკურენციის ნორმალურ პირობად მიიჩნია და უარყო საბაზრო მექანიზმში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობა.