ჰოლდინგი
Khdavituri (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: '''ჰოლდინგი''' - (holding) - აქციონერული კომპანია, რომელიც ფლობს სხვა [[...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ჰოლდინგი''' - (holding) - აქციონერული კომპანია, რომელიც ფლობს სხვა [[ფირმა|ფირმების]], კომპანიების [[აქციების საკონტროლო პაკეტი|აქციების საკონტროლო პაკეტებს]]. განასხვავებენ წმინდა ჰოლდინგს, რომლის დანიშნულებაა მხოლოდ კონტროლი და მართვა, და შერეულს, რომელიც, ამასთან, ეწევა სამეწარეო საქმიანობას. | '''ჰოლდინგი''' - (holding) - აქციონერული კომპანია, რომელიც ფლობს სხვა [[ფირმა|ფირმების]], კომპანიების [[აქციების საკონტროლო პაკეტი|აქციების საკონტროლო პაკეტებს]]. განასხვავებენ წმინდა ჰოლდინგს, რომლის დანიშნულებაა მხოლოდ კონტროლი და მართვა, და შერეულს, რომელიც, ამასთან, ეწევა სამეწარეო საქმიანობას. | ||
| − | არსებობს სახელმწიფო ჰოლდინგებიც. ეს არის სპეციალური სახელმწიფოებრივი ორგანიზაციები, რომელთა განკარგულებაშიც გარკვეულ პერიოდში იქმნება პრივატიზებულ საწარმოთა აქციების საკონტროლო პაკეტები, ხოლო საწარმოები მათს ფარგლებში აქციების ჯვარედინი მფლობელები ხდებიან. სხვა კომპანიების აქციების ნაწილის ფლობა ჰოლდინგებს საშუალებას აძლევს კონტროლი გაუწიონ მათ საქმიანობას. | + | არსებობს სახელმწიფო ჰოლდინგებიც. ეს არის სპეციალური სახელმწიფოებრივი ორგანიზაციები, რომელთა განკარგულებაშიც გარკვეულ პერიოდში იქმნება პრივატიზებულ საწარმოთა [[აქციების საკონტროლო პაკეტი|აქციების საკონტროლო პაკეტები]], ხოლო [[საწარმო|საწარმოები]] მათს ფარგლებში [[აქცია (ფასიანი ქაღალდი)|აქციების]] ჯვარედინი მფლობელები ხდებიან. სხვა კომპანიების აქციების ნაწილის ფლობა ჰოლდინგებს საშუალებას აძლევს კონტროლი გაუწიონ მათ საქმიანობას. |
ჰოლდინგური სისტემა მოიცავს სათავო, შვილობილ და შვილიშვილ კომპანიებს. ამასთან, არ არის აუცილებელი, რომ სათავო კომპანია ფლობდეს შვილობილი კომპანიების აქციების 51%-ს. მათი საქმიანობის კონტროლისათვის საკმარისია გაცილებით ნაკლები აქცია. | ჰოლდინგური სისტემა მოიცავს სათავო, შვილობილ და შვილიშვილ კომპანიებს. ამასთან, არ არის აუცილებელი, რომ სათავო კომპანია ფლობდეს შვილობილი კომპანიების აქციების 51%-ს. მათი საქმიანობის კონტროლისათვის საკმარისია გაცილებით ნაკლები აქცია. | ||
მიმდინარე ცვლილება 21:40, 13 იანვარი 2023 მდგომარეობით
ჰოლდინგი - (holding) - აქციონერული კომპანია, რომელიც ფლობს სხვა ფირმების, კომპანიების აქციების საკონტროლო პაკეტებს. განასხვავებენ წმინდა ჰოლდინგს, რომლის დანიშნულებაა მხოლოდ კონტროლი და მართვა, და შერეულს, რომელიც, ამასთან, ეწევა სამეწარეო საქმიანობას.
არსებობს სახელმწიფო ჰოლდინგებიც. ეს არის სპეციალური სახელმწიფოებრივი ორგანიზაციები, რომელთა განკარგულებაშიც გარკვეულ პერიოდში იქმნება პრივატიზებულ საწარმოთა აქციების საკონტროლო პაკეტები, ხოლო საწარმოები მათს ფარგლებში აქციების ჯვარედინი მფლობელები ხდებიან. სხვა კომპანიების აქციების ნაწილის ფლობა ჰოლდინგებს საშუალებას აძლევს კონტროლი გაუწიონ მათ საქმიანობას.
ჰოლდინგური სისტემა მოიცავს სათავო, შვილობილ და შვილიშვილ კომპანიებს. ამასთან, არ არის აუცილებელი, რომ სათავო კომპანია ფლობდეს შვილობილი კომპანიების აქციების 51%-ს. მათი საქმიანობის კონტროლისათვის საკმარისია გაცილებით ნაკლები აქცია.
დასავლეთში ჰოლდინგური კომპანიების შექმნის ერთადერთი ბარიერი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობაა. ამასთან, კომპანიების შერწყმასთან შედარებით, ჰოლდინგების შექმნას გაცილებით დიდ უპირატესობას ანიჭებენ. ჰოლდინგური სისტემის შემადგენლობაში შესვლით მრავალი ფირმაა დაინტერესებული, ვინაიდან იგი ფირმის სიმტკიცესა და სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს. ფინანსური სიძნელეების შემთხვევაში, ისინი სათავო კომპანიებისაგან იღებენ დახმარებას. დამოუკიდებელი ფირმების გაერთიანება ხელსაყრელია ჰოლდინგურ სისტემაში აქციონირებისთვისაც, ვინაიდან იგი ამცირებს რისკს და თითიქმის გამორიცხავს გაკოტრების საფრთხეს.