შანსერელი ლეონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შანსერელი ლეონ“ გადაიტანა გვერდზე „ლეონ შანსერელი“) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
* XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.; 21სმ | * XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.; 21სმ | ||
[[კატეგორია:დრამატურგები]] | [[კატეგორია:დრამატურგები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია: ფრანგი დრამატურგები]] |
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ფრანგული თეატრი]] |
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:თეატრის თეორეტიკოსები]] |
10:54, 11 მაისი 2017-ის ვერსია
შანსერელი ლეონ - (ფრ. CHANSERELLE LÉON. 1886 - 1965). XX საუკუნის ფრანგი თეატრის მკვლევარი, რეჟისორი და პედაგოგი.
შანსერელი იყო თეატრის ისტორიის საზოგადოების თავმჯდომარე. მისი სადოქტორო დისერტაცია შუასაუკუნეების რელიგიურ თეატრს მიეძღვნა. მრავალი წელი თანამშრომლობდა ჯგუფ კარტელის რეჟისორებთან, ცდილობდა შეექმნა ნაციონალური თეატრი ბავშვებისათვის, წერდა მათთვის პიესებს, აკეთებდა კლასიკურ ნაწარმოებთა ინსცენირებას. მისი საერო მოღვაწეობა, რომელიც წმინდა საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა, იწვევდა და იწვევს თანამემამულეთა პატივისცემას. თუმცაღა მას ხშირად ნაკლად უთვლიდნენ მის სტატიებში არსებულ დამრიგებლურ ტონს, ზოგიერთ უაპელაციო კრიტიკულ განსჯას და პროგნოზს.
ლეონ შანსერელი გარდაიცვალა 1965 წელს.
წყარო
- XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.; 21სმ