გვახარია ვაჟა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 13: ხაზი 13:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი<br />  
+
[[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]<br />  
 
[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
 
[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]]
 +
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==
 
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/2160/ ვაჟა გვახარია]
 
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/2160/ ვაჟა გვახარია]

17:02, 16 ივნისი 2023-ის ვერსია

გვახარია ვაჟა ალექსანდრეს ძე - (22. III. 1925, თბილისი, – 25. VII. 1991, იქვე), მუსიკისმცოდნე და ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე. ფილოლოგიურ მეცნიერ-დოქტორი (1968), პროფესორი (1969), ჰენდელის საერთაშორისო პრემიის (გდრ) ლაურეატი (1967), ჰენდელის საერთაშორისო საზოგადოების (ქ. ჰალე) გამგეობის წევრი (1967), თბილისის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ძველი აღმოსავლური ენების განყოფილების გამგე (1985-91).

დაამთავრა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1947) და თბილისის კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი (1949), 1952-იდან ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას. იკვლევდა ქართულ საეკლესოპ მუსიკას. შეისწავლა ჰიმნოგრაფიული და სანოტო ხელნაწერები. სრულად თარგმნა მიქაელ მოდრეკილის იადგარი (X ს.) საეკლესიოდან (ნუსხა-ხუცური) თანამედროვე ქართულ დამწერლობაზე (მხედრული) ნევმური ნოტაციის შენარჩუნებით. შეიმუშავა XIX ს. ქართულ ხელნაწერებში არსებული საგალობლების კლასიფიკაცია და შემოგვთავაზა ძველქართულ პროფესიულ მუსიკაში მუსიკალურ სისტემათა განვითარების საკუთარი თეორია.

ავტორია წიგნებისა:

  • „ძველ ქართულ მუსიკალურ სისტემათა განვითარება“ (1962),
  • „რიჰარდ ვაგნერი“ (1966),
  • „ჰენდელი, მოცარტი, ვაგნერი“ (1976),
  • „მიქაელ მოდრეკილის ჰიმნები“ (1978),
  • „ურარტული ენის ლექსიკონი-სიმფონია“ (მოსკოვი 1963) და სსვა.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

იხილე აგრეთვე

ვაჟა გვახარია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები