სამადავლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყაროები და ლიტერატურა) |
|||
| ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
==წყაროები და ლიტერატურა== | ==წყაროები და ლიტერატურა== | ||
| − | ჟამთააღმწერელი 1959: 301; ფარსადან გორგიჯანისძე 1925: 301; მუსხელიშვილი 1967: 126. | + | * ჟამთააღმწერელი 1959: 301; |
| + | * ფარსადან გორგიჯანისძე 1925: 301; | ||
| + | * მუსხელიშვილი 1967: 126. | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
13:00, 16 ივნისი 2023-ის ვერსია
სამადავლა - ჰერეთის ერისთავი XIII ს-ის მიწურულში. შოთა კუპრის შემდგომ ჰერეთის ერისთავთა შესახებ ცნობებში წყვეტილია. მხოლოდ XIII ს-ის მიწურულს, დავით VIII-ის თანამედროვედ იხსენიება ერისთავი სამადავლა. ის ერთი იმათაგანია, ვინც მეფეს ურჩევს ყაზან ყაენთან გამოცხადებას. ფარსადან გორგიჯანიძე მას შაქისის ერისთავად მოიხსენიებს. ეს აძლევს საფუძველს მკვლევართ, სამადავლა ჰერეთის ერისთავად მიიჩნიონ. XIV ს-იდან ჰერეთის ერისთავებზე ცნობები აღარ მოგვეპოვება.
წყაროები და ლიტერატურა
- ჟამთააღმწერელი 1959: 301;
- ფარსადან გორგიჯანისძე 1925: 301;
- მუსხელიშვილი 1967: 126.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017