დიქტიოკაულუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი]] | [[სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:პარაზიტები]] |
[[კატეგორია:ნემატოდები]] | [[კატეგორია:ნემატოდები]] |
23:00, 28 თებერვალი 2023-ის ვერსია
დიქტიოკაულუსი - (Dictyocaulus; ბერძნ. diction ბადე + kaulos ღერო) – ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Strongylata-ს ქვერაზმს. პარაზიტობს მცოხნელი ცხოველების, ცხენების ტრაქეასა და ბრონქებში. დიქტიოკაულოზის აღმძვრელებია:
- Dictyocaulus filaria (ლათ. filum ძაფი) – ცხვრისა და თხის პარაზიტი;
- D.viviparus (ლათ. vivus ცოცხალი, სიცოცხლისუნარიანი + parere შობა, გაჩენა) – მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის პარაზიტი;
- D.eckerti (ამერიკელი პარაზიტოლოგის ჯ.ეკერტის პატივსაცემად) ჩრდილოეთის ირმების პარაზიტი;
- D.arnfieldi (ჰელმინთოლოგ არნფიელდის პატივსაცემად) – ცხენის პარაზიტი;
- D.cameli (ლათ. camelus აქლემი) – აქლემის პარაზიტი.