ტრაქეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრაქეა

ტრაქეა — ადამიანის ტრაქეა ხრტილოვან-ფიბროზული ორგანოა და ხორხის გაგრძელებაზე, ქვემოთ ვრცელდება. ტრაქეის კისრის ნაწილი გადადის თორაკალურ ნაწილში და შემდეგ ორ ბრონქად იყოფა.

ამ ორგანოს ზომები სხვადასხვაგვარია ასაკის, სქესის და ინდივიდუალური თავისებურებების მიხედვით. მოზრდილის ტრაქეა არის, დაახლოებით, 13 სმ. დიამეტრი – 16-19 მმ. ხოლო პატარების, 17-18 თვის ასაკამდე, ტრაქეის სიგრძეა 5-9 სმ. დიამეტრი – 6-8 მმ.

ტრაქეოტომიის შემთხვევაში, ამ ზომების ცოდნა მნიშვნელოვანია – ტრაქეოტომიული მილის შესარჩევად.

თავად ტრაქეა წარმოადგენს ნახევარრკალოვან, ხრტილოვან ბეჭდებზე აგებულ მემბრანოზულ ორგანოს. სხეულის წინა მხრიდან, გულმკერდის არეში, ტრაქეა საყლაპავ მილს ერთი მხრიდან ებჯინება გლუვ-კუნთოვანი კედლით, ხოლო მეორე მხარე წარმოადგენს ტრაქეის ჩონჩხს, რომელიც შედგება ხრტილოვანი, ბეჭდისებრი რკალებისგან. მათი რაოდენობა 16-დან 20– მდე მერყეობს.

ტრაქეის რიგიდული წინა ხრტილოვანი ნაწილი იჭერს მის ფორმას და ამის გამო, იგი არ განიცდის კოლაფსს სუნთქვის დროს. ასევე, მისი უკანა რბილი ნაწილი იძლევა საშუალებას ინსპირაციის დროს გაიზარდოს მოცულობა. ან პირიქით – დახველების დროს მისი მოცულობა შემცირდეს. ეს ცვლილებები სუნთქვის სხვადასხვა ფაზის დროს ხდება. შიგნიდან, იგი რესპირატორული ლორწოვანით არის ამოფენილი.

მისი მეზობელი ორგანოებია:

  • უკნიდან – საყლაპავი;
  • წინიდან – ფარისებრი ჯირკვალი;
  • შუასაყარში – დიდი ზომის სისხლძარღვები და ლიმფური სადინრები.

ასევე, აღსანიშნავია შებრუნებითი ნერვები მის ორივე მხარეს.

ფიზიოლოგიური აღწერილობა

აგებულება ამ ორგანოს საშუალებას აძლევს, რომ განახორციელოს რესპირატორული, და ასევე, სეკრეტის მადრენირებელი ფუნქცია. შესუნთქვის დროს, თორაკალური უარყოფითი წნევის შექმნის გამო, მისი დიამეტრი და სიგრძე იზრდება. ამოსუნთქვის დროს პირიქით, მცირდება. ეს შესაძლებელი ხდება მისი უნიკალური, ხრტილოვან-ფიბროზული აგებულების და მდებარეობის გამო. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ როდესაც სუნთქვისას შეფერხება (უცხო სხეული, სიმსივნე) განპირობებულია ტრაქეის ცერვიკალური-ზედა ნაწილით, დისპნოე ყოველთვის არის ინსპირატორული ანუ, ჩასუნთქვის დროს. როდესაც შეფერხება ტრაქეის სანათურშია, ქვედა თორაკალურ ნაწილში, დისპნოე არის ექსპირატორული ანუ, ამოსუნთქვის დროს.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები