მიულერიოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მიულერიოზი''' – (muelleriosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Muellerius + ბერ...)
 
ხაზი 6: ხაზი 6:
 
[[სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი]]
 
[[სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:ცხოველთა დაავადებები]]
 
[[კატეგორია:ცხოველთა დაავადებები]]
 +
[[კატეგორია:პარაზიტული დაავადებები]]
 +
[[კატეგორია:ვეტერინარია]]

14:06, 21 მარტი 2023-ის ვერსია

მიულერიოზი – (muelleriosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Muellerius + ბერძნ. osis დაავადება) – ცხვრისა და თხის ჰელმინთოზი. აღმძვრელი – Muellerius capillaris პარაზიტობს ცხვრისა და თხის ალვეოლებში, ალვეოლურ ხვრელებსა და უმცირეს ბრონქებში. ფართოდ გავრცელებული ჰელმინთოზი, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. ჩვეულებრივ, მიულერიოზი სუბკლინიკური ფორმით მიმდინარეობს. ინტენსიური დაინვაზიებისას სუნთქვა გახშირებულია, ხველა – ჯერ იშვიათი, მშრალი და მტკივნეული, შემდეგ – ხშირი, შეტევითი ხასიათის; ფილტვებში ხიხინი ისმინება. ზოგიერთ ცხოველს ფაღარათი აქვს. მადა შენარჩუნებულია, მაგრამ სიკვდილამდე 2-3 დღით ადრე ბატკნები საკვებს აღარ იღებენ. ავადმყოფი ცხოველი ზრდა-განვითარებაში ჩამორჩება.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები