შისტოსომა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Shiptosoma.JPG|thumb|შისტოსომა]]
 
'''შისტოსომა''' – (Schistosoma; ბერძნ. schistos ჩამოჭრილი კიდე + soma სხეული), [[ტრემატოდები|ტრემატოდების]] გვარი; მიეკუთვნება Schistosomatidae-ს ოჯახს. სქესგაყოფილი ტრემატოდები. [[ბიოჰელმინთი|ბიოჰელმინთები]]. შუალედური [[მასპინძელი (პარაზიტოლოგია)|მასპინძელი]] – წყლის [[მოლუსკები]]. ცხოველებისა და ადამიანის [[შისტოსომოზი]]ს აღმძვრელები.  
 
მიმდინარე ცვლილება 14:18, 7 აპრილი 2023 მდგომარეობით

შისტოსომა

შისტოსომა – (Schistosoma; ბერძნ. schistos ჩამოჭრილი კიდე + soma სხეული), ტრემატოდების გვარი; მიეკუთვნება Schistosomatidae-ს ოჯახს. სქესგაყოფილი ტრემატოდები. ბიოჰელმინთები. შუალედური მასპინძელი – წყლის მოლუსკები. ცხოველებისა და ადამიანის შისტოსომოზის აღმძვრელები.

სახეობები:

- Schistosoma bovis – პარაზიტობს მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის, თხის, ანტილოპას, იშვიათად, ცხენის კარის და ჯორჯლის სისხლძარღვებში. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, სამხრეთ აზიასა და აფრიკაში;

- Sch.mattheei – პარაზიტობს შინაური და გარეული მცოხნელების კარის და ჯორჯლის სისხლძარღვებში. გავრცელებულია სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში;

- Sch.indicum – პარაზიტობს ცხენის, სახედრის, ჯორის, ჯორცხენას, აქლემის, მსხვილფეხა და წვრილფეხა მცოხნელი პირუტყვის ჯორჯლის ვენებში, ღვიძლსა და ნაწლავების სისხლძარღვებში. ცხენის ღვიძლში იწვევს წერტილოვან ციროზს. გავრცელებულია სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში;

- Sch.nasale – პარაზიტობს ძროხეულის, თხისა და ცხენის ცხვირის ლორწოვანი გარსის ვენებში;

- Sch.japonicum – პარაზიტობს ადამიანის, ძროხეულის, ცხენის, ცხვრის, ძაღლის, კატის, ღორის მეზენტერიალურ და პორტალურ სისხლძარღვებში. გავრცელებულია შორეულ აღმოსავლეთში.

[რედაქტირება] წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები