ბეზნოიტიები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:პარაზიტები]] | [[კატეგორია:პარაზიტები]] | ||
[[კატეგორია:ერთუჯრედიანები]] | [[კატეგორია:ერთუჯრედიანები]] | ||
| + | [[კატეგორია:უმარტივესები]] | ||
14:08, 5 აპრილი 2023-ის ვერსია
ბეზნოიტიები - (Besnoitia; ფრანგი მეცნიერის ბესნოიტეს პატივსაცემად) – ერთუჯრედიანი პარაზიტები; მიეკუთვნებიან Besnoitia-ს გვარს, Coccidiida-ს რაზმს.
ბეზნოიტიების ტროფოზოიტები, რომელთაც ნახევარმთვარისებრი ფორმა აქვთ, ლოკალიზებენ პერიფერიულ სისხლძარღვებში, ხოლო ცისტები, რომელთაც მრგვალი ფორმა აქვთ (დიამეტრი – 0,5-4 მიკრონი) – კანის, კუნთების ფასციებში, სკლერაში, ლორწოვან და სეროზულ გარსებში.
Besnoitia besnoiti – მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის პარაზიტი;
Besnoitia tarandi – ჩრდილოეთის ირმების პარაზიტი;
Besnoitia jellisoni – მინდვრის თაგვის პარაზიტი.