ლეკურ-კაბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ლელე, ლეკურ-კაბა''' – სვანური საფერხულო სანახაობა წრისშიგნი...) |
|||
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:თამაშის პროთეატრალური ფორმები]] | [[კატეგორია:თამაშის პროთეატრალური ფორმები]] | ||
| + | [[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | ||
15:53, 7 აპრილი 2023-ის ვერსია
ლელე, ლეკურ-კაბა – სვანური საფერხულო სანახაობა წრისშიგნითა მომღერალ-მოთამაშით, რომელშიც ძირითადად ქალები მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს საფერხულო წყობა აგებული იყო რძლისა და მაზლის დიალოგზე, რის გამოც იგი უნდა ჩაითვალოს საკუთრივ თეატრალური ქმედებად და არა რიტუალურ ცეკვად. მასში საფერხულო მწყობრის მოძრაობათა აქცენტები უშუალოდ გამომდინარეობდა საფერხულო სიმღერის აქცენტებიდან, რის გამოც მასში ხშირი იყო პაუზები, ზოგჯერ ორი ტაქტის ხანგრძლივობითაც. რძლისა და მაზლის დიალოგი ერთდროულად შეიცავდა კომიკურ მუხტებს და ტრაგიკულ ქვეტექსტს.