მელოდრამა (ჟანრი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მელოდრამა''' – დრამატურგიის ჟანრი; მწვავე [[ინტრიგა (დრამატ...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[კატეგორია:დრამატურგიის ჟანრები]] | [[კატეგორია:დრამატურგიის ჟანრები]] | ||
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | [[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | ||
+ | [[კატეგორია:დრამა]] |
მიმდინარე ცვლილება 15:56, 10 აპრილი 2023 მდგომარეობით
მელოდრამა – დრამატურგიის ჟანრი; მწვავე ინტრიგაზე აგებული პიესა, სადაც ერთმანეთს მკვეთრად უპირისპირდება კეთილი და ბოროტი, ბობოქრობს უბრალო ადამიანური ვნებები. აღმოცენდა საფრანგეთში XVIII საუკუნის დამლევს. 1830-40-იანი წლები მიჩნეულია მელოდრამის გაფურჩქვნის ხანად. მელოდრამის წარმოქმნა შეამზადა მდაბიორთა დრამამ და ასევე მუსიკალური თეატრის ისეთმა ჟანრებმა, როგორიცაა მდაბიორთა კომიკური ოპერა, მუსიკალური მელოდრამა, ცალკულმა ლირიკულმა სცენებმა. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დიალოგიზებულმა პანტომიმამაც, რომლისგან მელოდრამამ ისესხა ეფექტური სანახაობითობა, მუსიკის ფართოდ გამოყენება, ფაბულის სიმწვავე.
მელოდრამამ დაარღვია კლასიცისტური კანონები და გარკვეულწილად შეამზადა რომანტიკული დრამის წარმოშობა.