პარასკენიუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პარასკენიუმი“ გადაიტანა გვერდზე „პროსკენე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პროსკენე“ გადაიტანა გვერდზე „პარასკენიუმი“ გადამისამართება...) |
მიმდინარე ცვლილება 13:58, 2 მაისი 2023 მდგომარეობით
პარასკენიუმი, პარასცენიუმი – (ბერძნ. paraskenion – სკენესთან ახლოს), ანტიკურ თეატრში სკენეს ცენტრალური ფასადის ორივე მხარეს მიშენებული გვერდითა ხის ფიცრულები (ფრთები). ისევე როგორც სკენეს კედელი, პარასკენეც იყო დეკორაცია თეატრალური წარმოდგენისათვის. მასთან ახლოს მდებარეობდა მომცრო ზომის ნაგებობანი. პარასკენეებს შორის განთავსებული იყო პროსკენე ხის პარასკენეები წინ იყო წამოწეული და გარს ერტყმოდა სცენას, აუმჯობესებდა აკუსტიკას, აძლიერებდა რეზონანსს და მაყურებლის ყურადღებას მიმართავდა ორქესტრას უკანა კედლისკენ.