ბატი გასტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბატი გასტონ“ გადაიტანა გვერდზე „გასტონ ბატი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გასტონ ბატი“ გადაიტანა გვერდზე „ბატი გასტონ“ გადამისამართება...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:17, 19 მაისი 2023 მდგომარეობით

გასტონ ბატი

გასტონ ბატი – (1885-1952), ფრანგი რეჟისორი, მსახიობი, მხატვარ-დეკორატორი, თეატრის თეორეტიკოსი. 1919 წ. მუშაობდა ფ. ჟემიეს დასში. 1922-28 წ.წ. სათავეში ედგა მის მიერ შექმნილ დასს „ქიმერა“. 1926 წ. შ. დიულენთან, ლ. ჟუვესთან, ჟ. ფითოევთან ერთად შექმნა თეატრალური გაერთიანება „კარტელი“. 1936 წ. ჟ. კოპოსთან, შ. დიულენთან და ლ. ჟუვესთან ერთად ხელმძღვანელობდა „კომედი ფრანსეზს“. დრამატულ თეატრში მუშაობის პარალელურად დგამდა ექსპერიმენტულ თოჯინურ სპექტაკლებს. 1949 წლიდან ძირითადად მუშაობს თოჯინების თეატრში. იყო რომანტიული სპექტაკლ-დღესასწაულის მიმდევარი, თავად აფორმებდა თავის სპექტაკლებს, ქმნიდა ეფექტურ მიზანსცენებს. არის თეორიული ნაშრომების ავტორი.




[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები