კურტელინი ჟორჟ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კურტელინი ჟორჟ“ გადაიტანა გვერდზე „ჟორჟ კურტელინი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჟორჟ კურტელინი“ გადაიტანა გვერდზე „კურტელინი ჟორჟ“ გადამისამ...) |
12:14, 2 ივნისი 2023-ის ვერსია
ჟორჟ კურტელინი − (ფრანგ. Georges Courteline, ნამდვილი გვარი ჟორჟ ვიქტორ მარსელ მუანო, 1858-1929), ფრანგი მწერალი და დრამატურგი. პიესებს წერდა საჭირბოროტო თემებზე, აგებდა მწვავე ინტრიგაზე, მასში მოქმედებდნენ გროტესკული პერსონაჟები. მრავალი წლის განმავლობაში „ბულვარების თეატრები“ იკვებებოდნენ მისი პიესებით. მისი ყველაზე პოპულარული პიესაა „ბუბუროში“. კომედიები და ფარსები: „მხიარული პარიზელი ჭორიკანა ქალები“, „სერიოზული კლიენტი“, „ბატონი ბადენი“, „შეუბრალებელი ჟანდარმი“, „შინაურული სამყარო“ (და სხვ.).