სალვინი ტომაზო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ტომაზო სალვინი''' – (''იტალ.'' Tommaso Salvini, 1829-1915), იტალიელი მსახიობი. 1843 წ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Tomazo salvini.JPG|thumb|120პქ|ტომაზო სალვინი ]]
 
'''ტომაზო სალვინი''' – (''იტალ.'' Tommaso Salvini, 1829-1915), იტალიელი მსახიობი. 1843 წელს [[მოდენა გუსტავო|გ. მოდენა]]მ იგი და მისი მამა ჯ. სალვინი მიიწვია თავის [[დასი|დასში]] და თავისი მეთვალყურეობით ჩამოაყალიბა მისი სამსახიობო ინდივიდუალობა. ახალგაზრდობაში თამაშობდა „მიჯნურებს“ [[კომედია|კომედიებსა]] და [[დრამა (სასცენო ჟანრი)|დრამებში]]. მას იზიდავდა ძლიერი პიროვნებების განსახიერება. [[ვოლტერი]]სა („ზაირა“) და [[ალფიერი ვიტორიო|ალფიერი]]ს („საული“) [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესებში]] მთავარი [[როლი (მსახიობის)|როლების]] შესრულების შემდეგ, 1856 წ. იგი ქმნის ოტელოს სახეს. ამ დროიდან მოყოლებული, იგი მუშაობს შექსპირული გმირების სცენურ განსახიერებაზე. მისი [[თამაში (თეატრი)|თამაში]] გამოირჩეოდა გააზრების სიღრმით, მასშტაბით, ემოციურობით, მხატვრული ხერხების მრავალფეროვნებით, განსაკუთრებული დამაჯერებლობით. მისი შემოქმედება იქცა მწვერვალად არა მხოლოდ იტალიური, არამედ მთლიანად მე-19 საუკუნის დასავლეთევროპული თეატრის სივრცეში. რომანტიკული ამაღლებულობა, პოლიტიკური სიმწვავე და გმირული პათოსი, ესოდენ დამახასიათებელი გ. მოდენას სკოლისათვის, მან კიდევ უფრო გაამდიდრა გმირების ფსიქოლოგიზაციით, დახასიათების სიზუსტით. თავის მემუარებში და თეორიულ სტატიებში იგი ილაშქრებს შესრულების გარეგნული სტილის წინააღმდეგ და უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს განცდას როლის განსახიერების დროს.
 
11:55, 7 ივნისი 2023-ის ვერსია

ტომაზო სალვინი

ტომაზო სალვინი – (იტალ. Tommaso Salvini, 1829-1915), იტალიელი მსახიობი. 1843 წელს გ. მოდენამ იგი და მისი მამა ჯ. სალვინი მიიწვია თავის დასში და თავისი მეთვალყურეობით ჩამოაყალიბა მისი სამსახიობო ინდივიდუალობა. ახალგაზრდობაში თამაშობდა „მიჯნურებს“ კომედიებსა და დრამებში. მას იზიდავდა ძლიერი პიროვნებების განსახიერება. ვოლტერისა („ზაირა“) და ალფიერის („საული“) პიესებში მთავარი როლების შესრულების შემდეგ, 1856 წ. იგი ქმნის ოტელოს სახეს. ამ დროიდან მოყოლებული, იგი მუშაობს შექსპირული გმირების სცენურ განსახიერებაზე. მისი თამაში გამოირჩეოდა გააზრების სიღრმით, მასშტაბით, ემოციურობით, მხატვრული ხერხების მრავალფეროვნებით, განსაკუთრებული დამაჯერებლობით. მისი შემოქმედება იქცა მწვერვალად არა მხოლოდ იტალიური, არამედ მთლიანად მე-19 საუკუნის დასავლეთევროპული თეატრის სივრცეში. რომანტიკული ამაღლებულობა, პოლიტიკური სიმწვავე და გმირული პათოსი, ესოდენ დამახასიათებელი გ. მოდენას სკოლისათვის, მან კიდევ უფრო გაამდიდრა გმირების ფსიქოლოგიზაციით, დახასიათების სიზუსტით. თავის მემუარებში და თეორიულ სტატიებში იგი ილაშქრებს შესრულების გარეგნული სტილის წინააღმდეგ და უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს განცდას როლის განსახიერების დროს.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები