ტორეს ნაარო ბართოლომე დე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბართოლომე დე ტორეს ნაარო''' − (''ესპ.'' Bartolomé Torres Naharro, დაბ. მე-15 ს. ბოლო...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ტორეს ნაარო ბართოლომე დე“ გადაიტანა გვერდზე „[[ბართოლომე დე ტორე...)

15:47, 7 ივნისი 2023-ის ვერსია

ბართოლომე დე ტორეს ნაარო − (ესპ. Bartolomé Torres Naharro, დაბ. მე-15 ს. ბოლო მეოთხედი – გარდ. დაახლ. 1531), ესპანელი პოეტი და დრამატურგი. მისი პიესების უმრავლესობა „გამოგონილი კომედიებია“ – პიესები ფანტასტიკური სიუჟეტებით („ხასინტა“) და კომედიები გამოგონილი, მაგრამ სარწმუნო სიუჟეტით – „სერაფინა“, „ნადავლი“; პიესები „აკილანა“, „გიმენეა“, სადაც ასახულია სასიყვარულო თავგადასავლები, ღირსების და სიმამაცის სურათები, მომავალში იქცა „დაშნისა და წამოსასხამის კომედიის“ წინარესახედ. შექმნა ყოფითი კომედიებიც: „ჯარისკაცობანა“ და „საადამიანეთში“.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები